1.2K მე ვიყავ ერთი უბრალო ბავშვი:სუსტი, ფერმკრთალი, გამოუცდელი…ფიქრი მითრთოდა ცხოვრების ქარშიროგორც სუფთა და თეთრი ფურცელი.მერე მოვიდა მკაცრი დღეები, სივრცეს მოედო უმწეო ფერი,-ომის და ნგრევის საშინელებითგაწამებული ბავშვური მზერის.გზებზე ჩასაფრდა შიში მაცდური,ჩაჰკეტა არე სწავლის, ძიების,უარჰყო ჩემი სწრაფვა დაცულიუსათნოესი ხილვის მთიებით.სახეს სიმაკაცრე შემომასიატვინში ჩამიწყო გლოვის აფრები,ყველა ფარდები დაბლა დასწია,გადააშავა ფრთების საფრენი…ასე თანდათან დადუმდა გული,და ახლაც კვდება თითო რამ ჩემში,ფიქრი განუცდელ სიხარულს უვლის,მიუწვდომლის ხმა შორიდან მესმის.ასე ვარ, მაგრამ იმან კი არა,მე გავიმარჯვე და აი რატომ;განწირულს სულში ჩამეზიარაურყევობის ხმა ყველაზე სანდო.გზა მივაჩვიე სივრცეს მიუვალს,გლოვას ვარიდე მოუგლოველი,რაც კვდება ჩემში ყოველდღიურადუმჯობესისთვის კვდება ყოველი… 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post “ობოხუობა” ქვედა ჩხოროწყუში next post აპოლონ ადონია -მამა