ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა by chkhorotskuge 25/11/2021 written by chkhorotskuge 25/11/2021 1.9K შვილის მონატრება და სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს…რას ვიფიქრებდი, 77 წლის დედაჩემი ახუთიდან შუა ჰოლანდიაში თუ ვათსაპით დამირეკავდა… მაგრამ ისწავლა…ის კი არა, ამას წინათ მისაყვედურა კიდევაც, “როდესაც დამირეკავ, იცოდე, ყოველთვის ვიდეოზარით დამირეკეო”… წუხელ დიდხანს ვისაუბრეთ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ტელეფონი მაგიდაზე დადო, გამორთვა დაავიწყდა, მეც წამიერად შევყოვნდი, მესმოდა ყურსასმენებში ტელევიზორის ხმა , დავხუჭე თვალები და სახლში წარმოვიდგინე თავი… წუთზე მეტი არ იქნებოდა გასული, დედაჩემის ხმა რომ მომესმა, თავიდან გარკვევით ვეღარ გავიგე რას საუბრობდა, შემდეგ ყურსასმენებში ავუწიე ხმას და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის … ის ლოცულობდა… ჩემს სახელს ახსენებდა ხშირად და წმინდა გიორგის… ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით… დიდხანს ვერ გავუძელი ამ ყველაფერს, (გულზე გაურკვეველი სიმძიმის დაწოლის გამო, სიხარულნარევი სიმძიმის, რა თქმა უნდა ) და მობილური გამოვრთე… დიდხანს ილოცებდა ალბათ კიდევ დედაჩემი წუხელ, ბუხარშიც იგიზგიზებდა ცეცხლი შუაღამემდე, მე კი ვიწექი და ვფიქრობდი (არ ვიცი რაზე , იმდენად დახვავებულიყო ყველა დროის მოგონებები), მესმოდა ტრამვაის ჩავლის ხმა, თითქოს მისი ვაგონები ჩემი საფიქრალით გაევსოთ და დასტებად დაწყობილი მოჰქონდა ჩემთან… ახუთი – ჩემი სოფელი, ჩხოროწყუს რაიონი.როტერდამი10.11.2021 ალექსანდრე ნარსია ადამიანები ახუთიდან 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post დავით შენგელია- ხვალ ჩხოროწყუში “დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა” next post ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 ბებოს დღიური 31/03/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს 11/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 ირაკლი შენგელია-ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რუსეთი არის... 05/04/2022 კოტე ნაჭყებია – ახლახან წავაწყდი პოლემიკას იმის შესახებ,... 24/01/2022