ერთხელ ქაიხოსრო გურიაში მეგობარს სწვევია. ღირსეულად დახვედრია მასპინძელი სტუმარს. სამი დღე ქეიფობდნენ თურმე მეგრელები და გურულები ოზურგეთში. ბოლო დღეს სპორტული შეჯიბრება გაუმართავთ გურულებს. მასპინძლები საგანგებოდ მომზადებულები ყოფილან და სტუმრები დაუჩაგრავთ. გაბრაზებულა ქაიხოსრო, თვითონ გამოსულა არენაზე, ხუთი ჭაბუკი დასჭიდებია თურმე, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს, შემდეგ ერთი ხელის მოსმით ყველა მიწაზე დაუწვენია.