ჩხოროწყუს ძველი ისტორიები მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო ავტორი: chkhorotskuge 04/06/2025 მიერ დაწერილი chkhorotskuge 04/06/2025 3.1კ ვინც მოიდანახეს სასაფლაოზე ყოფილა, ეს ქვა აუცილებლად შეუმჩნევია. როგორც ადგილობრივებიდან ვიცი, ქვის ფრაგმენტები გარშემო ეყარა და სასაფლაოზე შეუკრიათ. დიდი ხანია სხვადასხვა ვერსია მესმის. ამიტომ გადავწყვიტე გადამეღო და უკეთესად დავაკვირდეთ 1) ცალსახად იკითხება წარწერა : აქ განისვენებს თავადი ( სახელი არ ჩანს) იულონის ძე დადიანი. ჩანს ერთი წელი გამოკვეთილად, მეორე წელი არ იკითხება. ასევე ტრადიციული ქრისტიანული წარწერის ფრაგმენტი კარგად შემონახულია. რა ვიცით დამატებით? მოიდანახეში ნამდვილად მოღვაწეობდნენ მანუჩარ დადიანის ძის ზურაბის შვილის. იულონის ძენი იოსები და ილია ( ილიკო) იოსები გამოირიცხა, რადგან ჯერ ბაქოში ხელმძღვანელობდა წერა-კითხვის ბაქოს ორგანიზაციას, შემდეგ 1937 წელს გარდაიცვალა პარიზში. ხოლო ილია იყო ჩხოროწყუდან მუხურამდე გზის გამყვანი. მისი შვილი წიწა დადიანია, ხოლო შვილიშვილი ილია წიწას ძე დადიანი- ხაბუმეს სკოლის პირველი დირექტორი და დადიანების აგარაკის მფლობელი . ასე რომ გვრჩება ორი ვარიანტი : 1) საფლავის ქვა პირველ ილიკოს ეკუთვნის და მეორე – საფლავის ქვა შესაძლოა ეკუთვნოდეს მათ აქამდე უცნობ ძმას, თუმცა მისი ვინაობა წერილობით წყაროებში არ დასტურდება. საკვლევია დამატებით. ყველა ვარიანტში, სახეზე გვაქვს შემონახული ისტორიული მეხსიერება. სურათის დეტალიზირება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, პირი , ვისაც ქვას განეკუთვნებოდა იულონის ძე დადიანია, თუმცა სრული მტკიცება რომელი ….უკვე შემდგომი მუშაობის საქმეა 0 კომენტარები 0 ფეისბუქიTwitterელფოსტა chkhorotskuge წინა პოსტი თამარ გოგუა – სხეულის პერკუსია -რიტმული ხმების შექმნა საკუთარი სხეულით. შემდეგი პოსტი 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები და წარმატებები შეიძლება თქვენც მოგეწონოთ გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა 24/04/2024