13 ჩხოროწყუს ისტორიულმა მუზეუმმა საზაფხულო სკოლა „Milania Art“-ის პატარა შემოქმედთა გამოფენას უმასპინძლა. პროექტი უკვე მეორე წელია არსებობს და მისი ინიციატორია მხატვარი მართა ლომაშვილი, რომელიც დედით ჩხოროწყუელია. სწორედ ამ კავშირმა და მშობლიურ მხარეში ბავშვებისთვის საინტერესო გარემოს შექმნის სურვილმა დაუდო საფუძველი საზაფხულო შემოქმედებით სახელოსნოს. სკოლის მთავარი მიზანი იყო, პატარებს არდადეგები უფრო პროდუქტიულად და შემოქმედებითად გაეტარებინათ. პროექტმა ერთ სივრცეში გააერთიანა როგორც ადგილობრივი, ისე ზაფხულში ჩხოროწყუში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვები. ფერები, კომპოზიცია და პატარა ავტორები საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ფერწერული ნამუშევრები — პეიზაჟები, არქიტექტურული დეტალები (კოშკები) და თავისუფალი თემატიკა. დამთვალიერებელთა ყურადღება მიიქცია 5 წლის ცირა თოლორდავასა და მისი დაიკოს ნამუშევრებმა. პირადად ჩემი განსაკუთრებული გაოცება სწორედ პატარა ცირას ნახატმა გამოიწვია — როდესაც გავიგე, რომ ავტორი მხოლოდ 5 წლისაა, ემოცია ვერ დავფარე: ამ ასაკისთვის კომპოზიციის ასეთი შეგრძნება, ფერების განაწილება და მონასმის თავისუფლება ნამდვილად მოულოდნელი და გამორჩეული სანახაობა აღმოჩნდა. გამოფენაზე თავიანთი ნახატები სიხარულით წარმოადგინეს სხვა მონაწილეებმაც — ლაზარემ, ხაბუმელმა პატარებმა და მათმა თანატოლებმა, რომელთა ნაწილმა სამომავლოდ მხატვრობის გაგრძელების სურვილიც გაგვიზიარა. ზაფხულის შეჯამება როგორც მართა ლომაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი შედეგებით კმაყოფილია — ბავშვებმა დიდი შრომა ჩადეს, ავლენდნენ მოტივაციას და თვალსაჩინო იყო მათი შემოქმედებითი ზრდა. მსგავსი ინიციატივები ჩხოროწყუში ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის დღეები სასარგებლოდ გამოიყენონ, ახალი მეგობრები შეიძინონ და საკუთარი შესაძლებლობები ფერებში გამოხატონ. ფოტოგალერეა ვიდეო Milania Art“ფერწერა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჯანო პერტაია – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე