Electronic network of the municipality of Chkhorotsku
  • English
    • Georgian (Georgian)
    • Русский (Russian)

Forgot your password?Register here

Login here
  • News from Chkhorotsku
  • Blogs
    • Chkhorotsku from above
    • "My city Chkhorotsku" presents the rubric "Blitz Interviews"
    • Ensemble “Marduki”
    • დათო ბებიას ხელოვნება
    • Iago Keburia’s page
  • Administrative units
    • Chkhorotsku
      • Facebook page of the city of Chkhorotsku
    • The village of Lesichine
      • Facebook page of the village of Lesichini
    • Mukhuri
      • Chkhorotsku mountain area
      • Resort Mukhuri FB page
    • The village of Taia
      • სოფელ თაიას FB
    • The village of Kirtskhi
      • FB Page of Kirtskhi
    • Akhuti
      • FB page of the village of Akhuti
    • Khabume
      • FB Page of Khabume
    • The village of Letsurtsume
      • FB page of the village of Letsurtsume
    • The village of Chogha
      • სოფელ ჭოღას FB
    • Napichkhovo
      • Facebook page of the village Napichkhovo
    • Kveda Chkhorotsku
      • FB page of the village Kveda Chkhorotsku
    • The village of Zumi
      • სოფელ ზუმის FB
    • Nakiani
      • Facebook page of the village Nakiani
  • SaRAKONI FB
  • Cultural heritage
    • Churches and monasteries
  • The nature of Chkhorotsku
    • Chkhorotsku mountain area
    • Rivers
    • Bath areas
    • Caves
  • Municipality
    • Mayor of Chkhorotsku Municipality
    • Chkhorotsku Municipality Council
    • მოსახლეობა
    • The nature of Chkhorotsku
      • Chkhorotsku mountain area
      • Caves
      • Lakes
      • Rivers
        • Bath areas
    • ტოპონიმიკა
    • მუზეუმები და ისტორიული მნიშვნელობის სივრცეები
    • მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
    • Agency representations and branches
    • Education
      • Schools
      • კულტურა
        • Cultural heritage
        • ფოლკლორი
        • შემოქმედება
        • Ensemble “Marduki”
    • სასტუმროები
    • Party organizations
    • სპორტი
  • Cultural heritage
    • Churches and monasteries
  • Project “Discover Chkhorotsku”
    • Old, digital photographs
    • Old stories About chkhorotsku
    • Discover places
    • History
  • People from Chkhorotsku
    • New generation
    • People from the past
  • პროექტის ფინასური მხარდაჭერა
პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით
ამბები ჩხოროწყუში
4-star hotel project in Mukhuri
Construction of Khobi-2 hydroelectric power plant is underway...
Construction of a bridge over the river Ghunja...
Measures to prevent the spread of coronavirus in...
The mayor of chkhorotsku Dato Gogua publishes a...
MP Jumber Izoria publishes statement
The access road to Tobavarchkhil Lake is being...
Electronic catalog “Chkhorotsku Cultural Heritage”
Radio “Ahali Era” on the air.
The presentation of the project “Discover Khabume” was...
Administrative units

პატარა პარიზთან

ავტორი chkhorotskuge March 1, 2018
ავტორი chkhorotskuge March 1, 2018

This post is also available in: Georgian (Georgian)

ჩემს მუნიციპალიტეტს თავისი მიზიდულობის ძალა აქვს.
დედამიწის ზურგზე არანაირი ემოცია არ არსებობს, რომ ეს მაგნიტური ზემოქმედება აღვწერო.
პათეტიკის გარეშე ასეა….
უბრალოდ <3  ჩხოროწყუ …. პატარა “პარიზი” 😀

თბილისელი გახლავართ: დიდუბეში დავიბადე და დიდ დიღომში ვბერდები….
გონებით კი სულ იქ ვარ, ფიქრს ბებიაჩემის დანატოვარ ოდაში მივყავარ. ვდარდობ მობერებულ “კარალიოკის” ხეზე თუ დანგრეული ღობის პრობლემების მოსაგვარებლად მინდა როგორმე მოვიცალო.


(ჩემი მეგრელი და თბილისელი ბებიები )

ბებია

ამ გრძნობის საწყისი ეს სასწაული ადამიანი გახლდათ. ჩვეულობრივი ქალბატონი, სესილიას და სხვა მსახიობების მიერ გაცოცხლებული ქართველი სოფლელი ბებოს რეალური სახე….

ცუდი ჩვევა ქონდა…
ქათამს როდესაც დაკლავდა, გემრიელ ნაჭრებს არასოდეს ეტანებოდა. მარტო დაკლული ფრინველის თავს აიღებდა.დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ მას ხორცის ეს ნაწილი უყვარდა.

არა, ასე არ იყო.
დაქვრივებულმა შვილები მარტო გაზარდა. იმ პერიოდიდან გამოყვა მომჭირნეობა.

როცა წამოვიზარდე, ვუბრაზდებოდი, მაგრამ ჩვევა ბოლომდე არ შეიცვალა. ცუდი დრო ყველას დაღს გვასვამს….

ჩემი ფორუმული ნიკი მის პროფესიას “მაგონებს” . პენსიაზე გასვლამდე სოფლის ტელეფონისტი იყო 😀
“ივერიის ” ცნობილი ფრაზა “გავარიტე ს ჩხოროწყუ” რეალურად, მილიარდჯერ გამიგია. კაბინეტში რაღაც სატრიალებელი აპარატი ქონდა, იმით ხდებოდა კონტაქტი.

ბებია საჭმელს არასოდეს მაძალებდა. თუ ჭიაკოკონობაზე ან სადმე გვიანობამდე შემოვრჩებოდი, მკითხავდა “ხომ არ მშიოდა”, უარს ვიტყოდი, ჩუმად დაიძინებდა. მაგიდაზე კი გემრიელი საჭმელი ელაგა, სუნის ეფექტი თავის საქმეს აკეთებდა 😀
თუ არ მშიოდა, დილისათვის მშვიდად აალაგებდა.

ბავშვების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვეოდა,ერთი ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს.
წინა მაგალითის მსგავს მახეებს გვიგებდა მისი საკმაოდ პრინციპული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად-ლიბერალიზმი შეჯერებული კანონიერების აუცილებელ, მკაცრ დაცვასთან. 😀

ზედმეტი “ლაქუცი” არ უყვარდა, პატარაობისას, ღამე როდესაც მძინავდა, მკოცნიდა და მკოცნიდა. მეც ვითომ ვერ ვგრძნობდი, ბავშვურად გავინაბებოდი. ზოგჯერ, თუ თბილად გადამეხვეოდა,ეს იყო წარმოუდგენელი სიყვარული, რასაც შვილიშვილებს თანაბრად გვინაწილებდა …ერთის გარდა. ის მისთვის ანგელოზად დარჩა…

უფროსი შვილიშვილი ოდაში გაზრდილი ნარგიზა იყო. ექიმებმა გაჩენისთავე სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მათივე კატეგორიული მოთხოვნით ხაბუმეში გადაიყვანეს. ბებომ მოახერხა, უძლურ ავადმყოფს ღიმილიანი 3 ათეული წელი აჩუქა. მეტი ფიზიკურად შეუძლებელი ყოფილა….

მისმა წასვლამ დაასუსტა ძლიერი ქალი. ამიტომ ოჯახი მასთან მე მაგზავნიდა, მეც მეტი რა მინდოდა, ვიყავი როგორც თევზი წყალში- უმცროსი შვილიშვილი სასიამოვნო გარემოში.

“მაროსთან” თვეობით ვრჩებოდი, არასოდეს მომბეზრებია მოხუცი ქალბატონის გვერდზე ყოფნა. ბოლო წლებში ჯამრთელობა სულ შეერყა, არადა სტუმრიანობა არ გვაკლდა. 12 ვოლტიან ტელევიზორის სანახავად რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა. მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა საშინელ დისკომფორტში იყო .

შევუთანხმდი, ღამის პირველ საათამდე გვქონდა ხმაურის უფლება, მერე ტელევიზორს ვთიშავდი. არა,სტუმრებს მისივე მოთხოვნით ვერაფერს ვეტყოდით, “მათი ხმა მიხარიაო, უბრალოდ ნუ დააღამებთ შვილებო”-ეს იყო მისი მორიგი დიპლომატიური ბრძანება,რომლის შედეგადაც შედგა გონივრული “კონსენსუსი”.

აჟიოტაჟისგან დასვენებულს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა მიყვარდა, მშვიდი აურა, სუფთა ჰაერი და გარეთ ზაფხულის ჩუმი სუნთქვა გაჯერებული ხობისწყლის ექოთი.

ბოლოს თითქმის წელიწადი გავჩერდი ხაბუმეში, ზამთარში საქმეზე გამომიძახეს. დამშვიდობება დაუვიწყარი გახლდათ. კატეგორიულად მომთხოვა არ მოვბუნებულიყავი, გულმა არ გამიძლო, ჩავეხუტე. თვალცრემლიანი დამემშვიდობა “პატარა” მარო. ( მეორე ბებია ასაკით უფროსი გახლდათ და მასაც მარიამი, შვილიშვილებისთვის “დიდი მარო” ერქვა” . )

მეზობელო კარისაო
– ჩამოვიდნენ,ჩამოვიდნენ….
-სად ხართ დაკარგული ამდენი ხანი? სახლი გაგისუფთავეთ, ბზიკები იყო იმდენი, მაიამ ყოფა უტირა,ის ხე გახმა, მოვჭერით,შევინახეთ
– აუ მერაბ, დამასვენე ახლა. ნუ შემჭამ აქაური პრობლემებით. ხომ კარგად ხართ? ნუცა, გუტი ბიძია როგორ არიან?
-რა უჭირთ ? არიან რა. მოხუცდნენ. გვალვამ ყურძენი გაგვიფუჭა. ეჰ…
– კარგი ახლა, ცოტათი მოვწესრიგდები და მერე ვიჭორავოთ.
მერაბი ჩემი გაჭირვების წალკვესია. ძმა ვუწოდო? მეგობარი? მეზობელი? არ ვიცი. იქაურობას მისი ოჯახი პატრონობს. ჩასვლისთანავე ყველაფერი გაკრიალებული მხვდება. ყურადღება ერთი წამით არ მაკლდება.

ცოტა ხანში მეორე ოჯახიდან ბედიშა მორბის, მუდმივად საყვედურებით, მეგრულად “თბილ” სიტყვებსაც არ მაკლებს,თან “სკან გოლუაფირო” მეფერება. დედაჩემის თაობაა, ახლა ისაა თავისი შვილიშვილებისათვის სესილიას გმირის განსახიერება. ჩვენი ნათესავები არიან. სანამ სახლს ააშენებდნენ, ჩვენთან ცხოვრობდნენ.

სახელით რატომ ვიხსენიებ?
ასე ვართ სულ. ერთხელ დავუძახე ბედიშა ბიცო და წამოვიდა ცოცხი ჩემი მიმართულებით. ახლა ავადაა, გული ტკივა. ყოველდღე მასზეც ვფიქრობ. ჩემი ხაბუმელი ბოსია, ბიძაშვილების დედა. ცხოვრებამ ყველას თავისი გზა მისცა,ოჯახები ყავთ, თავიანთი შვილები და შვილიშვილი. პერიოდულად აკითხავენ, თან მირეკავენ”შენს იმედზე ვართო” ბედიშა სახლს არ ტოვებს, “ვერ შევეგუები ქალაქის ცხოვრებასო”.

– თოხლი რა გაქვს “ბედული”?
-თოხლი კი არა ჩაგარტყავ ახლა რაღაცას თავში. პირი მაინც დაიბანე ბიჭო, სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე?-მისთვის კიდევ პატარა ვარ.მეც ძველებურად ვბავშვდები ბედიშას გარემოცვაში..

ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სადილი.იფ,იფ,იფ… გოგოებიც კარგი მზარეულები არიან. შვილიშვილმა კი ყველა გაგვახარა, სახელმწიფო გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღო. თუ იქ დამხვდა, იცის, ცივი წყალი ძალიან მიყვარს და მაშაყირებს, სავსე “ვედროს” დამიდგავს ხოლმე წინ.”შენი ხასიათი რომ ვიცი სულ გამოცლი და “მგონი” ეს გეყოფაო 😀

ცოტა ხანში მეგობრებიც მოდიან . “იხსნება პარლამენტი” -იტყვიან და სტუმრიანობა,როგორც ყველა იქაურ სახლში, მეც არ მაკლია. 🙂
“სოლიდარულობა”- ეს ის გრძნობა,რაც დროს არ ექვემდებარება. ცუდიც ხდება, კარგიც, თუმცა სოფელს მეზობლობით გააქვს დღემდე თავი. თუ ვინმე ამ ემოციას უარყოფს, ის დაკარგავს კავშირს საკუთარ თავთან, ვერასდროს იგრძნობს ურთიერთდახმარების დიდ ეფექტს .საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დიდი ხანია დამკვიდრდა, რაც ხელს არ უშლის კარგი ტრადიციულად დარჩეს.


ხობისწყალი
ჩამოსვლისთანავე, რამდენიმე საათში მდინარესთან ჩავდივარ. ატყდება ჩვეულობრივი ამბავი კლასიკური მოკითხვა, საყვედურები უცოლობასთან დაკავშირებით. ბოლოს პოლიტიკა…..

სტუდენტობისას ხშირად გვიკამათია. ფორუმი იმასთან შედარებით პატარა სიზმარია. 🙂 ბოლოს სასმელთან მთავრდებოდა ჩვენი ბჭობა ან სადმე კარტის თამაშს დავიწყებდით.
პუტჩისტებმა ყველაფერი ააოხრეს. საშინელი შეგრძნება იყო მაშინ იქ ყოფნა. ერთი ჩამოსვლისას იკარუსმა სამტრედიაში გააჩერა , მხედრიონელები ძაღლს “ზვიადას” ეძახდნენ, ფეხით გავიარეთ ხიდი ,იქ კი ისეთივე ჩაცმული ბიჭები, ისეთივე ძაღლით ოღონდ სახელით “ედიკა” დაგვხვდა.

რეგიონმა უამრავი მსხვერპლი ნახა. საშინელ ისტორიებს მოვესწარი თუ გავიგე. აღარც მინდა გავიხსენო….

ახლა პოლიტიკაზე თითქმის აღარ ვსაუბრობთ. მე კატეგორიულად ვერიდები. მხოლოდ ვუსმენ. ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, ნაწილი სასტიკად კრიტიკულადაა განწყობილი. როგორც წესი, გამოვექცევი და მდინარის მორევში ვპოვებ შვებას.
ძალიან სუფთაა ხობწყარი.

ლუგელას ხეობის გაჩეხვამ ნაკადი საგრძნობლად შეამცირა,თუმცა ბებერი ტალღები ძველებურად სასიამოვნოდ მოედინება. ადრე ბავშვობაში მეორე ადგილას, სქურჩაში ვბანაობდით. ახლა დალპა.ჩემი ოდა ერთგვარ “შუამდინარეთშია” სქურჩა ხობის შენაკადია.

ყოველწლიურად კალაპოტი იცვლება,არავინ იცის შემდეგ როგორ იქნება. არასოდეს დავბერდები ისე , რომ იქ ბანაობის ხალისი მომბეზრდეს. ძალას იძლევა, რაღაც მაგიურ, გამოუცნობ ძალას….

ჩემი ერთი თავგადასავალი
რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ და ტრადიციულად დილამდე გაგრძელდა ჩვენებური ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ ნასვამმა დასვენება გადავწყვიტე , მუთაქაზე თავი დავდევი თუ არა…… …ვაი….. ღორების ღრუტუნი შემომესმა.

სურათი წარღვნას გავდა. ოცამდე ღორი ღიად დარჩენილი ჭიშკრიდან „შემოიჭრა“ და გემრიელად შეექცეოდნენ ჩემს თხილს. 😀

რა მექნა ? ავიღე ჯოხი, უმრავლესობა გავყარე,მაგრამ ერთი „ბურვაკი“ ვერაფრით ვერ მოვიცილე . ნახევარი საათი დევნის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე მისი თავი ტაფაზე მენახა!!

იარაღი შევცვალე , ნაჯახზე გადავედი 😀 და აქ დაიწყო ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი… :)))))

ჯერ გათენებული არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს გარდა ვინმე სულიერს ეღვიძა, თან ჭაჭის ძალაც მოქმედებდა ….

ამიტომ თამამად დავიწყე გინება .წარმოიდგინეთ სურათი : ეკლიან ღობესთან საშუალო ასაკის კაცი ნაჯახით ხელში მწარედ იგინება.
ტექსტი ?
-მოდი აქ შენი დედა ########-ამ დროს ერთი პატიოსანი გლეხი კაცი ზუსტად ჩემს ეზოსთან გაჩერდა , დამაკვირდა, ღორი კი ცოტა მოშორებით დადგა, თან მემალებოდა,თან შორიდან მიყურებდა ….

-რას მომშტერებიხარ შე შობელძაღლო. იცოდე , თავს წაგაძრობ ….

კაცი შეცბა, სათვალე გაისწორა, ნელი ნაბიჯებით გაცლა გადაწყვიტა ….პარალელურად ღორიც გამირბოდა. -ა , მიიპარები?! იცოდე ჩემი წერა უნდა გახდე!!!! კაცმაც „ ეს თბილისელი შეიშალაო“ და მთელი სიჩქარით მოკურცხლა …ჰმ, ღორიც გამექცა, არ მოინდომა ჩემს ტაფაზე გორაობა 😐

-გაიქეცი ?! დაგეწევი , დედას ###### ცოცხალი ვერ გადამირჩები, შენი ხორცი უნდა ვჭამო “-ეს იყო და მეზობლის სახლიდან შემომესმა სიცილის ხმა. ამდენი ხანი თურმე სიტუაციას აკვირდებოდნენ და არ უშლიდნენ ხელს „მოვლენების განვითარებას“.ვიფიქრე , დამერხა , მორჩა, მოვხდი ხაბუმის ფარულ კამერაში . 🙁
გაკვეთილი 1 – დაკეტეთ ჭიშკარი;
გაკვეთილი 2 – არ დალიოთ ბევრი ;
გაკვეთილი 3 – სოფელში უფრო მეტი დრო გაატარეთ , ასეთ სიტუაციაც კი გონებაში ტკბილად აისახება ))))))))
გაკვეთილი 4-ცხოვრება მაინც მშვენიერია ;).

არ გაგიკვირდეთ, შემდეგშიც ხშირად ვიმოგზაურებ ჩხოროწყუში. დღეისათვის კი კმარა. მადლობა თუ ჩანაწერის დასრულება ბოლომდე მოახერხეთ….

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
0
FacebookTwitterWhatsappTelegram
წინა პოსტი
სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კინოკლუბი “დუბლი”
შემდეგი პოსტი
ლაშა გახარია – რუმე სერი

მსგავსი სიახლეები

Oda of Kukhalashvilis

June 14, 2020

Location of St. George’s Church in Djumiti

April 14, 2020

Mayor of Chkhorotsku Municipality

October 27, 2019

ახალგაზრდული დღეები 2019 გახსნა

August 21, 2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი

May 11, 2019

მოლოდინი

April 7, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

October 18, 2018

ახალგაზრდული დღეები 2018 კინოკონკურსი

September 7, 2018

ანგელოზის თავგადასავალი

August 30, 2018

თავისუფლების სახელით

June 1, 2018

შემოქმედება

Matsi (Mikheil) Khorava

Shavleg Shelia is a soldier who, in addition...

Monica Tsurtsumia’s photo world

Actor Valeri Sichinava

ლუკა პერტაიას გამოფენა

აქა ამბავი ~ ~ ~

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნოდარ ჯალაღონიას გახსენება

ლუკა პერტაიას შემოქმედებითი სამყარო

ნოდარ ჯალაღონია – “კამერტონი”

განათლება

  • 1

    სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კინოკლუბი “დუბლი”

    February 9, 2018
  • 2

    მელო

    May 1, 2019

Instagram

იყიდება ყველა სახეობის რუსული ხის მასალა. და ტელეფონი:571 91 18...
1 month ago by chkhorotsku_georgia იყიდება ყველა სახეობის რუსული ხის მასალა. და ტელეფონი:571 91 18 08. ვეფხვია. ხაბუმე, ჯუმითი.
ლედარსალეს მზე მარი დარსალიას კრეატიული ხედვა
5 months ago by chkhorotsku_georgia ლედარსალეს მზე მარი დარსალიას კრეატიული ხედვა
აგრარული ბაზარი სოფელ ხაბუმეში 60-ნ წლებში
1 month ago by chkhorotsku_georgia აგრარული ბაზარი სოფელ ხაბუმეში 60-ნ წლებში
მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი #chkhorotsku #samegrelo #dance #folclor
1 month ago by chkhorotsku_georgia მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი  #chkhorotsku   #samegrelo   #dance   #folclor 
მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე ) #ledarsale...
4 weeks ago by chkhorotsku_georgia მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე )  #ledarsale   #chkhorotsku   #samegrelophoto 
ცაშკიბულის ტობავარჩხილი პანტელეიმონ გულორდავას ფანტასტიური ფოტო. #chkhorotsku #tobavarchkhili #panteleimongulordava
3 weeks ago by chkhorotsku_georgia ცაშკიბულის ტობავარჩხილი პანტელეიმონ გულორდავას ფანტასტიური ფოტო.  #chkhorotsku   #tobavarchkhili   #panteleimongulordava 
ზაფხულის სითბოს გახსენება.მოგვაწოდა ნინო ახალაიამ. #chkhorotsku
2 months ago by chkhorotsku_georgia ზაფხულის სითბოს გახსენება.მოგვაწოდა ნინო ახალაიამ.  #chkhorotsku 
ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ...
4 weeks ago by chkhorotsku_georgia ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ მოსწავლეებს,უკვე ჩვენ ბაბუებს შორიდან შევხედოთ. დრომ თავისი ქნა. ახალი სკოლები…
სანახევროდ ჩამოთოვლილი ღუნჯი🥰 დაუმუშავებელი. ავტორი პაპუნა არახამის
2 months ago by chkhorotsku_georgia სანახევროდ ჩამოთოვლილი ღუნჯი🥰 დაუმუშავებელი. ავტორი პაპუნა არახამის
ალბათ ასეთია სამოთხეც ლუგელა :) მოგვაწოდა გიორგი ფიფიამ
1 month ago by chkhorotsku_georgia ალბათ ასეთია სამოთხეც ლუგელა :) მოგვაწოდა გიორგი ფიფიამ

პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით

ასევე იხილეთ:x

ლაშა გახარია- გრანელიშა საჩიარი

March 1, 2018

გიორგი წურწუმიას სურათები- კირცხი

February 19, 2013

სამანჩო – საუფლისწულო მამული ჩხოროწყუს რაიონში

July 11, 2013
  • Georgian
  • English
  • Russian