CHKHOROTSKU.GE

შენ ფორტეპიანო ხარ ჩემი….

ავტორი chkhorotskuge

შენ ფორტეპიანო ხარ ჩემი. ოღონდ ყოველთვის არა, ხანდახან ჩემი. დროდადრო მხოლოდ. ხან თბილი და ძვირფასი. ხან ცივი და მაინც ძვირფასი. იმდენი კლავიშით მიყურებ, ვერ ვუძლებ კლავიშების ზღვას. და თუმცა ძალიან არ მინდა, გულწრფელობა და შიში მიტანს. ზოგი კლავიში ისე ცივია….

ძალიან ცივი. მყინავს. მთოშავს და მაინც ვუკრავ ჯიუტად. მაშინაც უკრავენ თითები, როცა თითქოს მეტი ძალა აღარ შესწევთ. ……მაინც რამდენი კლავიშით მიყურებ. რამდენით…… ოქტავებად გადაიჭიმა შენი ხელები, მზერა, ხმა. ამ კრიალა, ქათქათა სივრცეში შავ დიეზებად ელავს შენი მრისხანება და დროდადრო ამონთხეული ბრაზი, რომლისაც ასე მეშინია. რაც ასე მაჩუმებს. და მაინც: რამდენი კლავიშით დუმხარ. რამდენი კლავიშით მასწორებ მიწასთან და მაინც მენატრება ეს ბგერები, ჩემი შეხებისას რომ ჟღერს. სახელიც კი არ აქვს ამ მუსიკას. და მაინც ვუკრავ. შენ ხომ ფორტეპიანო ხარ ჩემი. ოღონდ ყოველთვის არა, ხანდახან მხოლოდ.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00