სოფელი კირცხი „კვირა ძელქვებში“-კირცხის ძელქვების უნიკალური კორომი: ბუნება, მეხსიერება და სოფლის ისტორია by chkhorotskuge 04/05/2026 written by chkhorotskuge 04/05/2026 154 სამოქალაქო ენთუზიასტის,ვალია ბეჭვაიას სახელობის კირცხის მუზეუმის ხელმძღვანელის თამთა ჭითანავას ინიციატივით, დაიწყო ახალი გადაცემათა ციკლი — „კვირა ძელქვებში“. პროექტის მიზანია კირცხის უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული საგანძურის წარმოჩენა. უნიკალური ძელქვა ძელქვა თელისებრთა ოჯახის რელიქტური მცენარეა, რომელიც შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. კირცხის კორომში დაცული ეგზემპლარები შთამბეჭდავია: მათი დიამეტრი 3 მეტრს, ხოლო სიმაღლე 40 მეტრს აღწევს. ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი თავისი სიმტკიცით — ის 1000 გრადუსზე მეტ ტემპერატურას უძლებს. თამთა ჭითანავა- ენთუზიასტი ისტორია და არქეოლოგია კირცხის ძელქვების კორომი არა მხოლოდ ბოტანიკური, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული სივრცეა. აქ აღმოჩენილი წიდის ნარჩენები ადასტურებს, რომ საუკუნეების წინ ამ ადგილას რკინის გამოდნობა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვევრსამარხები და სხვა არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც ვალია ბეჭვაიას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ვალია ბეჭვაიას ღვაწლი ვალია ბეჭვაია, რომელიც ცნობილი მეცნიერების, ალექსანდრე მაყაშვილისა და ნიკო კეცხოველის სტუდენტი იყო, მთელი სიცოცხლის მანძილზე იცავდა ამ უნიკალურ კორომს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ადგილს ნაკრძალის სტატუსი არ აქვს, მისი შენარჩუნება სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაა. პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი: ავტორი და წამყვანი: თამთა ჭითანავა თანაწამყვანი: კობა მალანია ოპერატორი: ანი კვირტია გადაცემის ნახვა კირცხის ძელქვების შესახებ ახალი გადაცემათა ციკლის პირველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვალია ბეჭვაიათამთა ჭითანავაკირცხი 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ენის დღე თაიაში next post თამაში “გო” და ჩხორწყუ ერთმანეთს ეცნობიან You may also like სოფელ კირცხის ადგილები ტოპონიმის წიგნის მიხედვით 25/06/2025 5კილომეტრიანი გზა ნაშელუს უბანში. 25/07/2024 “ქორთუა ღალი” ლეწურწუმეში 30/10/2023 ემილიანე ლემონჯავა – ჩხოროწყუს რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება 11/03/2023 ჯაგა სიჭინავას ნაამბობი 04/12/2021 ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში 28/06/2021 ორგანიზაცია “გაამწვანე” ხელშეწყობას ითხოვს 26/06/2021 დეიძახის ლოდი 19/04/2021 ციმბირული ლარიქსი სოფელ ლესიჭინეში 02/04/2021 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ორგანიზაცია ,,გაამწვანე”-მ პროექტი ,,კირცხის... 31/07/2020