4.2K Visit Site ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა დათო გოგუამ, მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 🤝 შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია. 📦 სოციალური მხარდაჭერის დეტალები: ➡️ მერის წარმომადგენლებს გადაეცათ სასაჩუქრე ბარათები, რომლებიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის. ➡️ ბარათებს მიიღებს დაახლოებით 100 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი — მათ შორის: მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები მარტოხელა მოქალაქეები შშმ პირები 💳 თითო ბარათის ღირებულება შეადგენს 100 ლარს. 🎁 დამატებით: 📌 აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩხოროწყუს ფილიალი, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გადაუნაწილებს სააღდგომო ნობათს. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლაში წყლის დღე აღნიშნეს next post გიორგი ჯიქიას წარმატება ძიუდოში – 2025 წლის “ზუგდიდის მერიის თასი”