ქალაქი ჩხოროწყუ მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა და მდ. ოჩხომურის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 180 მეტრზე.
იგი თბილისიდან 344 , ხოლო უახლესი რკინიგზის სადგურ სენაკიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული.
აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელები ნაკიანი და ახუთი, დასავლეთით ლეწურწუმე, ჩრდილოეთით ჭოღა და ხაბუმე, სამხრეთით კი სოფელი ქვედა ჩხოროწყუ.
მოსახლეობა :3716 ( 2014 წლისაღწერა)
ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ჩხოროწყუ და გარახა ( ზედა და ქვედა გარახა)
მიჩნეულია, რომ ჩხოროწყუ ადრე გარახას ( ნაჯაგუს) ნაწილად ითვლებოდა.