9 018 წლის 17–27 აგვისტოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ორგანიზებდა. ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, მათ შორის კონტაქტების განმტკიცება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება. ფესტივალი ჩხოროწყუს ვიცე-მერმა ვალერი თოდუამ გახსნა. პროგრამა ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა: „მისია 2018“; თამაში „ჩაძირობანა“; სიტყვების თამაში; ფოტო- და ვიდეოკონკურსები; კარაოკე, ცეკვა და მელომანია; ეკოპროექტი; ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“ და „პოლიტიკა“; ახალგაზრდული ჩემპიონატები მინი ფეხბურთში, პლაჟის ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მენჩურუაში. ეკოპროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მოხალისეებმა ჩხოროწყუს დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის — „გაიცანი შენი საქართველო“ — ფარგლებში ახალგაზრდები ისტორიულ სვანეთში ექსკურსიით იმყოფებოდნენ. მენჩურუა და პლაჟის ფრენბურთი მუხურში 23 აგვისტოს, სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში, ჩატარდა წყალჭიდის ტურნირი „მენჩურუა 2018“. შეჯიბრებაში ადგილობრივებთან ერთად მუნიციპალიტეტის სტუმრებიც მონაწილეობდნენ. 60–70 კგ I ადგილი — ბენიამინ ლემონჯავა, ზუმი II ადგილი — ლაშა თოლორდავა, მუხური III ადგილი — ლუკა ჯოლოხავა, მუხური 70–80 კგ I ადგილი — აკაკი გოგუა, ჩხოროწყუ II ადგილი — დიმა ლემონჯავა, ზუმი III ადგილი — მიშო კვარაცხელია, მუხური 80–90 კგ I ადგილი — ჯაბა ფირცხელავა, ზუმი II ადგილი — ემზარ ცირამუა, მუხური III ადგილი — გიორგი კვარაცხელია, მუხური 90+ კგ I ადგილი — ლევან ლემონჯავა, ზუმი II ადგილი — ბექა ჩიქოვანი, მუხური III ადგილი — გიზო ბერულავა, თაია იმავე დღეს მუხურში ახალგაზრდული ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთშიც ჩატარდა. მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. I ადგილი — ზუმის გუნდი II ადგილი — სოფელ ნოღის გუნდი, მარტვილის მუნიციპალიტეტი III ადგილი — მუხურის გუნდი გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა დააჯილდოვეს. საგვარეულო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ახალგაზრდული დღეების ფარგლებში ჩატარდა საგვარეულო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ცირამუებისა და გოგუების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. I ადგილი — ცირამუების გუნდი, 400 ლარი II ადგილი — გოგუების გუნდი, 350 ლარი III ადგილი — სიჭინავების გუნდი, 300 ლარი გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ გადასცა. ფესტივალის გამარჯვებულები ფესტივალი გალა-კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ჯიქიამ, ედემ კვარაცხელიამ და თეა ტყებუჩავამ დააჯილდოვეს. საუკეთესო გუნდი — „ლუი“ II ადგილი — „მწვანე გული“ III ადგილი — „პრედატორი“ საუკეთესო კაპიტანი, „პრედატორი“ — საბა კარტოზია „კოლხეთი 89“-ის რჩეული გუნდი — „პრედატორი“ „მისია 2018“-ის გამარჯვებული — „მწვანე გული“ „ჩაძირობანას“ გამარჯვებული — „უოლი“ ფოტოკონკურსის გამარჯვებული — „ლუი“ ვიდეოკონკურსის გამარჯვებული — „ჰიპნოზი“ „რა? სად? როდის?“ — I ადგილი მუხურის გუნდმა „ჰოდორი“, II ადგილი „ლუიმ“, III ადგილი „გაწბილებულებმა“ თამაშ „პოლიტიკის“ გამარჯვებული — „მწვანე გული“ 27 აგვისტოს სახალისო მოძრავ თამაშებში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე 24 ქულით „მწვანე გული“ გავიდა, მეორე ადგილი 18 ქულით „უოლიმ“ დაიკავა, მესამე კი 16 ქულით „ლუიმ“. კინოტური იხილეთ ამ ბმულზე გალერეა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ახალგაზრდული დღეები ჩხოროწყუში 2017 — ერთი კვირა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ინიციატივებისთვის next post ახალგაზრდული დღეები 2020 ს დაუვიწყარი მომენტი