CHKHOROTSKU.GE

ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა.

ავტორი chkhorotskuge

ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა. მთავარ როლში მოწვეული მსახიობი ოთარ ჩიქობავა იყო.

როლებში ვიხილეთ ვალერი სიჭინავა, ლიკა ახალაია. და დავით შენგელია.

სიკვდილის სტუმრობა წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებაში სარკაზმის ელემენტებს შეიცავდა.  სიკვდილი ხუმარაა, ცეკვა-სიმღერასაც კი ცდილობს, წარმოდგენილია როგორც ტრაგიკული, ხელმოცარული სუბიექტი, რომელიც თამაშობს, თუმცა კომიკური პერსონაჟის უკან  ის ბედისწერა  იკითხება, რაც ადამიანისთვის ყოველთვის ეგზისტენციალურია

მასთან თამაშის დროს მთავარ გმირში ცხოვრების მნიშვნელობის აზრი იცვლება.  ის ხვდება სიყვარულის  და ოჯახის პრიორიტეტულ მნიშვნელობას, განიცდის მეტამორფოზას.

მთავარ გმირთან ქართველი ემიგრანტის სტუმრობის  სცენაში ვალერი სიჭინავა ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა.   მან სპექტაკლში დრამატული ელემენტები და ემიგრანტული  მელანქოლიით შეპყრობილი ქართველის სახე დაგვანახა.  ის არ გავდა მის ტრადიციულ კომიკურ როლებს, რაც ხელოვანის მაღალ  ოსტატობაზე მიგვითითებს.

რეჟისორი დავით დარსალია უკვე წლებია ცდილობს ჩხოროწყუს სახალხო თეატრის  აღორძინებას.  ის სხვადასხვა თაობის მოსწავლეთა და სტუდენტების თეატრალური მაესტროა .

პატარა სცენის დეკორაციები  მხატვარმა ბაჩუკი  ჟვანიამ საუკეთესოდ მოაწესრიგა.  ფერების სწორი შერწყმა, კოსტუმები აშკარად მოუხდა საერთო აურას. მაყურებელი კიდევ უფრო ადვილად ჩაწვდა რეჟისორის ჩანაფიქრებს


You may also like

Page 4 of 6
ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00