535
სოფელ კირცხში, ნაშელუს უბანში, გზის 5 კმ- იანი მონაკვეთის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ხორციელდება ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
პროექტი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 905 000 ლარს შეადგენს
სამუშაოებს შპს ,,საგზაო“ ასრულებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
წყარო:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია