სიახლეები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. by chkhorotskuge 23/09/2020 written by chkhorotskuge 23/09/2020 2.3K ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკითხზე ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი რჩევების მიღება.—————————————————————— ცენტრი საჭირო ოფისით მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. საკონსულტაციო ცენტრში მოქალაქეებს იურისტ-კონსულტანტი მოემსახურება და მისცემს მათ რჩევებს ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური საკითხები. იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თემებზე ისაუბრა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა ჩხოროწყუს მერიის ოფიციალური ინფორმაცია იურიდიული დახმარება 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post იგორ ფიჩხაია მუხურის მღვიმის შესახებ ინფორმაციას და სურათს ავრცელებს next post პარლამენტარობის კანდიდატის ლელა ქებურიას მიმართვა ჩხოროწყუელებს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026