მეორე ჯუმითი ხაბუმის უბანია. მისვლა ხაბუმის ცენტრიდანაა შესაძლებელი.
ხიდიდან ხობისწყლის პეიზაჟი ჩანს.
საბანაო ადგილები ბუნებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარულია ხიდთან ცურვა , თუმცა ყველაფერს ხობისწყალი წყვეტს , რომელიც კალაპოტს იცვლის,მაგრამ აუცილებლად ტოვებს ადგილს, სადაც შეგიძლიათ გაგრილდეთ. ჯუმითში მდინარის ტემპერატურა მუხურზე უფრო მცირეა. აქ გაგრილება ნამდვილი სიამოვნებაა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ამინდი, წვიმების ხანგრძლივობა და ტემპერატურა. ბავშვებისთვის დინება ნაკლებად სახიფათოა.
აქ ახლა სიმშრალეა, მაგრამ არავინ იცის მომავალ წელს როგორ იქნება
გაყინული ხობისწყალი
ე.წ “ტკილები” – წყლის დონე ხობისწყალზეა დამოკიდებული. შესაძლებელია რამდენიმე წელი ამ ადგილზე წყალი არ იყოს, მაგრამ შემდგომში საუკეთესო სანახაობა დაგხვდეთ.
2011 წლიდან ხიდთან პატარა სკვერი გაკეთდა, სადაც განლაგებულია რამდენიმე მაგიდა, ფრენბურთის მოედანი, სკამები და რა თქმა უნდა ულამაზესი წიწვოვანი ხეები
მართალია, მერიის, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციის, პირადად ხათუნა მიქავას დიდი მონდომებით სკვერს განათება და მთელი რიგი სიახლეები დაემატა, თუმცა მისი დიდი მტერია ალკოჰოლი და პიკნიკები. სკვერი სეზონის დასრულებისთანავე ფუნქციას კარგავს.
ფრებბურთი
ხაბუმელობა ჯუმითის სკვერში
ჯუმითის გაჩერება, მაიას წყარო.
ადგილის ლოკალიზაცია გუგლში