ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

სტალინისტური რეჟიმი დაუნდობელი და აგრესიული იყო. ძალადობა მთავარი არგუმენტი გახლდათ და განსხვავებულ აზრს არავინ მიესალმებოდა. 1930 წელს ჭოღაში დიდი ამბები ყოფილა.

კოლექტივიზაციის პოლიტიკას მოსახლეობა არ მიესალმა. უკმაყოფილება დიდი იყო მშრომელ ადამიანებში, რომელთა ქონებას გაუგებარი “კოლექტივი” ეპატრონებოდა.

1930 წლის 6 თებერვალს მოწვეულ იქნა ჭოღის თემის ყრილობა, რომელიც სოფლის მოედანზე გაიმართა .

თაიიდან მოულოდნელი სტუმრები გამოჩნდნენ…

ოცდაათზე მეტი ქალბატონი კეტებით შეიარაღებული შეკრებილებთან მივიდა. მათ პროტესტს ადგილობრივებიც შეუერთდნენ.

როგორც კი მომხსენებელი კოლმეურნეობას და კოლექტივიზაციას ახსენებდა, ქალები კივილს იწყებდნენ და კრების ჩაშლას ცდილობდნენ. ამ პროტესტს კარა პაპავა ხელმძღვანელობდა.

სიტუაცია დაიძაბა. “წესრიგის დამცველებმა” ჰაერში სროლა დაიწყეს. შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. სოფლის კრება ჩაიშალა, კარა პაპავა და მისი რამდენიმე თანამოაზრე დააპატიმრეს, მაგრამ მოსახლეობის მწვავე რეაქციის გამო გაათავისუფლეს.

კოლექტივიზაციის პროცესი გაგრძელდა. ისტორიამ კი შემოინახა უშიშარ ქალთა სასოწარკვეთილი ამბოხება, რომელიც იმ პერიოდში დიდი განხილვის ამბავი ყოფილა.

ვალერიან ახალაიას წიგნის მიხედვით

თაიელი იგორ აბშილავას ცნობით, მათი ბებია კარა 1983 წელს, 92 წლის ასაკში გარდაცვლილა.

ყავდა 8 შვილი, 25 შვილიშვილი. სამივე ვაჟი ომის ვეტერანი გახლდათ. ცოცხლები არიან კარას შვილები 96 წლის ტატიანა და 92 წლის ლენა .

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00