ლაკადის ბუნტი ლეწურწუმეში

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

 მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის იმპერიაში   მძიმე სოციალური ფონი  მწვავე პოლიტიკურ აგრესიას წარმოშობდა.  უტუ მიქავას დიდი აჯანყების ჩახშობის შემდეგ მნიშვნელოვანი  ცვლილებები დაიწყო.

ლეწურწუმე

   იმპერატორმა 1861 წლის 19 თებერვალს  ბატონყმობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო,  რომელიც სამეგრელოში ძალაში 1867 წელს შევიდა, მაგრამ  „დროებით ვალდებულთა“ სიდუხჭირე მაინც პიკს აღწევდა, რასაც ემატებოდა  სახელმწიფო მოხელეთა და „ბატონების „მადა.

1876 წელს სამეგრელოში დიდი ამბოხების ნიშნები გამოჩნდა.  რამდენიმე სოფლის გლეხობამ, მათ შორის ლეწურწუმელებმა გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს  და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.  ეპიცენტრში ლეწურწუმე აღმოჩნდა.

აჯანყება  საკმაოდ ორგანიზირებული იყო და მას ხელმძღვანელობას გლეხები უწევდნენ. ესენი იყვნენ : ჯვარელ-წყავაშელი მეჯოგე ხვაშტი ფიფია, ზანელი ხუფე ჯალაღონია, ლეწურწუმელები ჯარვა უბირია და ბაჯგუ ესართია.

ხუფუ ჯალაღონიას რაზმი წურწუმიებთან და ესართიებთან ერთად თავს დასხმია   ქუთელიების  ოჯახს,  „ბატონები“ ანაკლიაში ოსმალებზე გაუყიდიათ.

აჯანყებულებს  საბრძოლო დროშები, განმასხვავებელი ნიშნები და საყვირები ქონიათ.  მცირე ნაწილს კაჟიანი თოფები და დამბაჩები. უმრავლესობა კი ხმლებით, ხანჯლებით, წალდებით და ხელჯოხებით   შეიარაღებულნი იყვნენ.

 აჯანყებულთა საწინააღმდეგოდ რუსებმა  სამხედრო ნაწილები გამოაგზავნეს, რომელთაც  პოლკოვნიკი პრინცი ხელმძღვანელობდა.   მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყო. პოლკოვნიკი იარაღის დაუყოვნებლივ ჩაბარებას  მოითხოვდა,  გლეხები კი  დადიანების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

16 ივნისს დღის მეორე ნახევარში ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ.  აჯანყებულები სპეციალურ სანგრებში გამაგრდნენ და პირველებმა გახსნეს ცეცხლი.  მათ მხარეს ქალებიც იბრძოდნენ.

პრინცის ბრძანებით ჯარისკაცები მიწაზე გაწვნენ, რამაც  გლეხებში წარმატების ილუზია წარმოშვა.  საბოლოოდ წინააღმდეგობა მძიმე შედეგებით დასრულდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 18, დაიჭრა 30 გლეხი, თუმცა თვითმხილველები  100-ზე მეტ დაღუპულზე ლაპარაკობდნენ.

ლეწურწუმელთა ნაწილი რუსეთში გადაასახლეს და ეს მოვლენა ისტორიაში  „ლაკადის ბუნტის“სახელით შევიდა.

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ვალერიან ახალიას, კ. გრიგოლიას, კარლო მიქაიას პუბლიკაციების მიხედვით. დამატებითი ინფორმაცია, მოგვწერეთ

გთხოვთ მოიწონოთ სოფელ ლეწურწუმის გვერდი

გვერდის ადმინისტრატორი მონიკა წურწუმია

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00