CHKHOROTSKU.GE

Lesichine – from the past to the present

ავტორი chkhorotskuge

Lesichine is an administrative division of the municipality of Chkhorotskhu. According to the register of municipalities, this unit includes: Lesichine, the Second lesichine, Part Mongeri and Ochkhamuri.

:

Lesichine is located between the rivers Khobistskali, Ochkhomuri, Zana and Tsivi.
The distance to Chkhorotskhu is 8 km away
The nearest railway station is Senaki (32 km).
Sea level: 172 meters

ლესიჭინე რომან ჩალიგავას ფოტო

Neighbouring villages: in the West-Khibula and Kirtskhi. In the East-Akhuti and Potskho, on the North-Kveda Chkhorotsku in the South-Zana.
The area of 35,8 sq. m.
The population of 4780 people

Surnames:


The biggest surnames are:
Sichinava (35.4% of the population). Sichinaves ranked 53rd in Georgia (according to 2002 data)
Khorava- 502
Then comes: Vekua, Lashkhia, Dgebuadze, Katsia, Kvaratskhelia, Todua, Zhvania, Kokhia, Shengelia, Tsurtsumia, Tkebuchava, Jalaghonia, etc.

Mongiri

History Colchian axes were found here during the cultivation of tea plantations. It dates back to the bronze age a Artifacts of the first Millennium were discovered in the area of the village of Ochkhomuri (Lesichine).

Archaeological excavations confirm the existence of a large prehistoric settlement. From the history Lesihina Lesichine was previously part of the Kingdom of Egrisi, then Odishi-Sadadiano. Lesichine was considered the center of the road. This is how the Russian Emperor Nicholas II (1837) traveled.

The doors Of the Church of the Resurrection of Christ in Ochkhomur are stored in the Chhorotsk Museum of local lore.

Monument to commemorate the victims of world war II

ლესიჭინე – წარსულიდან დღემდე

ავტორი chkhorotskuge

ლესიჭინე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტების რეესტრის მიხედვით ერთეულში შედის: ლესიჭინე, მეორე ლესიჭინე და ოჩხომური.  მის შემადგენლობაში მონგირის უბნის დიდი ნაწილი.

მდებარეობა :

ლესიჭინე მდინარეების ხობისწყლის, ოჩხომურის , ზანისა და  ცივი სანაპირეობს  შორის მდებარეობს .

ქალაქ ჩხოროწყუდან  მანძილი 8 კმია

უახლოესი რკინიგზის სადგური- სენაკი  (32 კმ.)

ზღვის დონე: 172  მეტრი

ლესიჭინე რომან ჩალიგავას ფოტო

მოსაზღვრე სოფლები: დასავლეთით -ხიბულა და კირცხი. აღმოსავლეთით-ახუთი და ფოცხო, ჩრდილოეთით-ქვედაჩხოროწყუ, სამხრეთით-ზანა.

ფართობი- 35.8 კვმ 

მოსახლეობა 4780 ადამიანი

კომლები 1290

გვარები:

სულ ცხოვრობს 211 გვარი

ყველაზე დიდი გვარებია:

სიჭინავა ( მოსახლეობის 35.4 %). სიჭინავები საქართველოში  გავრცელების მხრივ 53-ე ადგილზე იყო (2002 წლის მონაცემებით)

ხორავა– 502

შემდეგ მოდის: ვეკუა, ლაშხია, დგებუაძე, კაცია, კვარაცხელია, თოდუა, ჟვანია, კოხია, შენგელია, წურწუმია, ტყებუჩავა, ჯალაღონია და ა.შ

ლესიჭინე, მონგირი

ისტორია

ძველი ხანა

აქ ჩაის პლანტაციის გაშენების დროს აღმოჩენილია  კოლხური ცულები და 7 ზოდი. განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას და თარიღდება ძ. მეორე ათასსწლეულით

სოფელ ოჩხომურის ( ლესიჭინე) ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძ. წ პირველი ათასწლეულის არტეფაქტები. იხილეთ ჯონი აფაქიძეს წერილი

არქეოლოგიური  გათხრებით  დასტურდება  წინარე ანტიკური ხანის დიდი სამოსახლოს არსებობა.

ლესიჭინეს ისტორიიდან

ლესიჭინე ადრე ეგრისის სამეფოს, ხოლო შემდეგ ოდიშ-სადადიანოს შემადგენლობაში შედიოდა. დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი 8 მაზრად გაყო. ლესიჭინე ზუბის მაზრაში შევიდა.

ლესიჭინეში გადის შუა სამეგრელოს („შქა სამარგალოში შარა“)  იგი ქუთაისს გორდისა და ზუგდიდის გავლით სამურზაყანოს აკავშირებდა   და სამეგრელოს ძირითად არტერიას წარმოადგენდა. ლესიჭინე გზის ცენტრად ითვლებოდა და ღამის საათებში აქ შესაძლებელი იყო დასვენება . ამ გზით იმგზავრა  რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზმა (1837 წელი)

1856-1857 წლების აჯანყების მთავარი შტაბი ერთ დროს ლესიჭინეში იყო. ოჩხომურის უბანში მოხდა გაერთიანება , რომელშიც ლესიჭინელებიც მონაწილეობდნენ.

1859-1860 წლების კამერალური აღწერით ლესიჭინეში 186 კომლი სახლობდა 1325 მცხოვრებით. ოჩხომურში კი-116 კომლი 911 მცხოვრებით.

ქვემოთ მინიშნულ ბმულზე იხილეთ ლესიჭინელი  ვაჭარ ბასა  სიჭინავას  ისტორია

https://chkhorotsku.ge/2019/12/02/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90/

სიჭინავები

სიჭინავები ლესიჭინის ძირითადი მოსახლეობაა.

თამთა სიჭინავა სიჭინავების და ლესიჭინის შესახებ ერთ თქმულებას გვიყვება

 თურმე ის ტერიტორია, სადაც ახლა ლესიჭინეა, სრულიად დაფარული ყოფილა იელით. აქ ამ ადგილის ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან მოდიოდა ხალხი “ელიშ ჭინუშ” (ქართულად იელის წკნელის) წასაღებად, რომლითაც წნავდნენ ფაცხას, ღობეს და სხვა. თურმე ერთმანეთს რომ შეეკითხებოდნენ: სად მიდიხარო? პასუხი იყო ასეთი – ელიშ ჭინუშა (იელის წკნელზეო). ეს ტერიტორია რომ განთავისუფლდა “ელიშ ჭინუ” – საგან, გამოჩნდა ლამაზი თვალწარმტაცი მიდამო, სადაც თურმე ერთი კაცი დასახლებულა. საიდან ხარო – რომ ჰკითხავდნენ ამ კაცს, პასუხობდა – ოელიშჭინედანო. რადგან “ოელიშჭინე” გამოსათქმელად ერთულებოდათ, სიტყვამ თანდათან ცვლილება განიცადა (ოლეიშჭინე, ოლეიშჭინე, ლესიჭინე – სიჭინავა). ეს იყო დასაბამი როგორც სოფლის სახელწოდების, ასევე გვარის – სიჭინავა. (მითი გადმოცემით ეკუთვნის აწ გარდაცვლილ მღვდელ კ. ჭიჭინაძეს).

თამთა მეორე თქმულებაზეც საუბრობს, რომელიც მას მაშინდელი სოფლის გამგებლისგან მოუსმენია :

  მეორე გადმოცემის თანახმად სიჭინავები წარმოშობით ფოცხოდან ყოფილან. იქ ყოფილა ჩვენი “ჯინჯ ხატი” – ძირი ხატი. არის ასეთი თქმულება, რომ ერთხელ, როდესაც საქართველოს თურქები შემოესივნენ, ყველა სიჭინავა ბრძოლაში დაღუპულა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიჭინავები ვაჟკაცები და მებრძოლი ხალხი ყოფილან – ამბობს სოფლის გამგებელი. მათი ოჯახებიც ამოუხოცავთ თურქებს. მათ სასტიკ ხელს მხოლოდ ერთ – ერთი სიჭინავას ორსული ცოლი გადარჩენია, რომელიც სხვაგან ყოფილა გახიზნული. მას დაბადებია ბიჭი, თვითონ კი მშობიარობას გადაჰყოლია. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა თურმე ვიღაც დიაკონს აუღია თავის თავზე. გასულა ხანი. დიაკონს დიდი ხნით მოუწია სხვაგან წასვლამ. წასვლამდე იგი იქვე მცხოვრებ ქუჩულორიებთან მისულა თხოვნით – ბავშვზე მიმიხედეთ და კარგად აღმიზარდეთო. მათაც დიდი სიხარულით მიუღიათ ბავშვი, რადგან თვითონ შვილი არ ჰყავდათ. დიაკონი წასულა. რომ დაბრუნდა, გზად მომავალს ვიღაც უცხო, ახოვანი ყმაწვილი შეხვედრია. მოსწონებია ჭაბუკი და ვინაობა უკითხავს. – სკვიჭას მეძახიან, ქუჩულორიებმა გამზარდესო – უპასუხნია მას. მისით აღფრთოვანებულ დიაკონს დაულოცავს იგი: ისე გამრავლდი, როგორც ცაზე ვარსკვლავი და მინდორში ბალახიო, თვითონ კი ქუჩულორიებთან წასულა და მათთვის უკითხავს: მე რომ ბიჭი მოგაბარეთ, სად არისო?! ქუჩულორიებს იმდენად შეჰყვარებიათ ბიჭი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვერ გაიმეტეს დიაკონისთვის დასაბრუნებლად. ამიტომ დიდის მწუხარებით უპასუხეს: შენ რომ წახვედი, მალევე გარდაიცვალაო. დიაკონს ეუცხოვა მათი ნათქვამი. ეჭვი უღრღნიდა გულს: “აბა ვინ იყო ის ყმაწვილი, წეღან რომ შევხვდიო?!” ფიქრობდა გულში. ქუჩულორიებს სთხოვა ის ადგილი ეჩვენებინათ მისთვის, სადაც დამარხეს ბავშვის ცხედარი. მათაც წაიყვანეს დიაკონი სასაფლაოზე და ერთი ადგილი უჩვენეს, სადაც, მათი თქმით, ბავშვი იყო დასაფლავებული. დიაკონს მიწა ამოუთხრია და ნაჭრებში გახვეული კუნძი უნახავს. იმ წუთს ისე გაბრაზებულა, ისიც კი დავიწყნია, რომ დიაკონი იყო და მთელი სისასტიკით დაუწყევლია ქუჩულორიები (მართლაც, ლესიჭინეში და არამარტო ლესიჭინეში ქუჩულორიები ნაკლებად არიან). შემდეგ კი იმ ტერიტორიას სადაც სკვიჭას შთამომავლები დასახლებულან ლესკვიჭინე დაერქვა. ამ სიტყვამ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და მივიღეთ ლესიჭინე.

ხორავები

ხორავების საგვარეულო კავშირის საიტზე გვარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ვეცნობით:

1696-1742 წლებით დათარიღებული კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ბიჭვინთისადმი შეწირულების წიგნში მოხსენიებულია წყალიძგას მცხოვრები გაჭირვებული ხვარავა..მას ახალკოჩი ჯაჯავასთან ერთად თავიანთი ცოლ-შვილით ევალება 5 ცალი სანთლის გადახდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიის სასარგებლოდ..
1841 წლის 1 ივლისის სიგელით დავით დადიანი ჯამულეთ ხორავას და მის შთამომავლობას უბოძებს აზნაურობას..
ხორავების ძირძველი საცხოვრებელია ლესიჭინეს თემის სოფელ ოჩხომური.აქაური ხორავები გადმოსახლებულნი არიან ამჟამინდელ მარტვილის რაიონის სოფელ ნამიკოლოვოდან..ხორავების ასევე ძველი დასახლებაა სოფელ უშაფათში..აქ უბანს ჰქვია ლეხორე..სახორა/სახვარა ჰქვია უბნებს ლესიჭინესა და ოჩხომურში…
1873 წლის მონაცემებით დიდ კოკსა და კოდორში (ნაესაკაოს თემი)მცხოვრები ხორავები აზნაურები იყვნენ.აზნაურები იყვნენ სამურზაყანოში მცხოვრები ხორავებიც.
ხორავების საგვარეულო სალოცავია ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია,ამჟამად წმინდა ბარბარეს ეკლესია..აქ ხორავების გვარი ახალკვირის ორშაბათს აღდგომის მომდევნო დღეს დღესასწაულობდა და დღემდე ასეა..

ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის აღსავლის კარები,რომელიც დაცულია ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
https://chkhorotsku.ge/2019/11/08/%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/

დადიანები და ლესიჭინე

თამთას წერილიდან:

ცნობილია, რომ XVI საუკუნეში ომებმა და სნეულებებმა ოჩხომურის მოსახლეობა გაანადგურა და ის ტერიტორია უკაცრიელი გახდა. ოტია დადიანს თავისი მთავრობის დროს აუშენებია საზამთრო სასახლე მდ. ოჩხომურის აღმოსავლეთ მხარეს ლესიჭინეს საზღვართან. ოტია დადიანის სიკვდილის შემდეგ კაცია II დადიანს თავისი მთავრობის პერიოდში (1753 – 1788წ.წ.) თავისი უმცროსი ძმისათვის გიორგისათვის უჩუქნია ოჩხომურის სასახლე. გიორგის ახლომახლო სოფლებში დაუგზავნია კაცები და ოჩხომურში დასახლებულან პირველად ხორავები, შემდეგ დგებუაძეები, კაკაშვილები, ჩიქოვანები, კოხიები და გოროზიები. ესენი ყველანი მარტვილის რაიონიდან არიან. ასე განუახლებია გიორგი ოტიას ძე დადიანს ~ოფუტე~- სოფელი ოჩხომური – მიამბო ერთ დროს ოჩხომურის მკვიდრმა უხუცესმა ბატონმა ჯონდი დადიანმა. მისი ნაამბობიდან ვგებულობთ, რომ ოჩხომური დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანის შვილის პეტრეს და მისი შვილების საცხოვრისი ყოფილა. პეტრეს სასახლე მდგარა იქ, სადაც ახლა კაციები ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, დადიანების სანადირო ადგილი სწორედ ლესიჭინე და კერძოდ ოჩხომური იქნებოდა.

ეკლესიები

ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ჩანაწერების 780 წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩხოროწყუს რაიონში რევოლუციამდე 34 ეკლესია მოქმედებდა. 

ოჩხომურის წმინდა ბარბარეს ისტორიიდან

განათლება

თამთას ჩანაწერიდან:

“XIX-საუკუნის 70-იან წლებში ლესიჭინეში შეიქმნა დაწყებითი სკოლები. ოჩხომურში პირველი სკოლის გახსნის შესახებ მიამბო ბატონმა ჯონდი დადიანმა, რომლის თანახმად: წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელს ოჩხომურში სპეციალურად გამართულ კრებაზე უთქვამს: გვაქვს დავალება ყველა სოფელში სკოლების გახსნისა, მაგრამ თქვენ სასკოლო შენობა არ გაგაჩნიათ და რა ვქნათო. სკოლა, რომელსაც გახსნიდნენ, ფასიანი უნდა ყოფილიყო. კრებაზე გადაუწყვეტიათ სკოლის აშენებამდე, რომ სასკოლო ოთახი ექირავათ. მომაგრებულ კაცს უკითხავს: ვის შეგიძლიათ სკოლისათვის ოთახის გაქირავებაო? ეს კითხვა მას რამდენჯერმე გაუმეორებია, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მიმაგრებულ კაცს უთქვამს: სკოლა არ გნდომებიათ და არც გაიხსნებაო. ამ დროს ამდგარა ანტონ პავლეს ძე კოხია და უთქვამს: მე გაძლევთ ჩემი სახლის ზალას 2 წლის ვადითო. ასე გახსნილა ოჩხომურში პირველი სკოლა ანტონ პავლეს ძე კოხიას სახლში. “

” 1874-წელს ლესიჭინეში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში იგი გადაკეთდა ჯერ შვიდწლედად, ხოლო 1936-წელს _ საშუალო სკოლად, რომლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს ვლადიმერ ვეკუას. 1921-წლამდე რაიონის ტერიტორიაზე სასულიერო პირების მიერ ეკლესიასთან გახსნილი სამკითხველოები არსებობდა. ამჟამად ლესიჭინეში ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.

ლესიჭინის პირველი საშუალო სკოლა

ლესიჭინეს მეორე სკოლა

ლესიჭინეს მესამე სკოლა

ლესიჭინის უახლოესი ისტორიიდან

ლესიჭინის და ოჩხომური საგლეხო რეფორმის შედეგად გაერთიანდნენ.

პირველი რესპუბლიკის დროს სოფელს მართავდა სათემო ერობა ვარლამ ცხაკაიას ხელმძღვანელობით.

ბოლშევიკი მიხა ცხაკაია ლესიჭინეში აქტიურ “მუშაობას” ეწეოდა . ის ხელმძღვანელობდა ბოლშევიკების ტერორისტულ საქმიანობას

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფელს სათავეში ჩაუდგა რევკომი.

1924 წლის აჯანყებაში ასზე მეტი ლესიჭინელი მონაწილეობდა და მათი ხელმძღვანელი იყვენენ პაისი ჭიჭინაძე, იონა, ილიკო, , ნიკო სიჭინავები, ნიკო ფაცია ორი დღის განმავლობაში , 29 -30 აგვისტოს აჯანყებულები ფლობდნენ სოფელში ძალაუფლებას.

30-ნი წლების რეპრესიების დროს სოფლიდან 27 ადამიანი გადასახლეს. ცოცხალი დაბრუნდა მხოლოდ 6

მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან გაიწვიეს 614 ადამიანი, დაიღუპა 302 . გმირებს შორის არიან პოლკოვნიკი არკადი ჩიტაძე, ეზიკო სიჭინავა, მამაშვილი ბართლომე და შალვა სიჭინავები და სხვები.

მონუმენტი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად

1932 წელს შეიქმნა პირველი ჩაის საბჭოთა მეურნეობა , შემდეგ გადაკეთდა სოფლის კოოპერატივად. 1967 იქმნება შოთა რუსთაველის სახელობის სახელობის მეურნეობა .

1932 წელს ოჩხომურში კოლმეურნეობა ჩამოყალიბდა, 1963 წელს კიროვის მეურნეობას შეუერთდა.

ძველი ლესიჭინელები

თამთა სიჭინავა დეტალურად გვიყვება ლესიჭინელთა ტრადიციებზე, სოფლის ისტორიაზე

https://chkhorotsku.ge/2020/01/30/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94/
https://chkhorotsku.ge/2017/12/07/%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2/

ტოპონიმიკა

Лесичине – от прошлого к настоящему

ავტორი chkhorotskuge

Лесичине-административная единица чхороцкого муниципального образования. Согласно реестру муниципальных образований, в состав этой единицы входят: Лесичине, Второе лесичине, Часть Монгири и Очхомури.

Местоположение :

Лесичине находится между реками хобисцкали, очхомури, Зани и Циви.

Расстояние до Чхороцку составляет 8 км

Ближайшая железнодорожная станция-Сенаки (32 км.)

Уровень моря: 172 метра

Фото Романа чалигавы

Граничащие деревни: на Западе-Хибула и Кирцхи. На востоке-Ахути и Поцхо, на севере-субдачхороцку, на юге-Зана.

Площадь-35,8 кв. м.

Население- 4780 человек

Монгири

История

Колхидские топоры были найдены здесь во время выращивания чайных плантаций. Он относится к бронзовому веку и восходит ко второму тысячелетию до нашей эры.

Артефакты первого тысячелетия были обнаружены в районе села Очхомури (Лесичине).


Археологические раскопки подтверждают существование крупного доисторического поселения.

Из истории Лесичине

Лесичине была прежде частью королевства эгриси, а затем Одиша-сададиано.

Лесичине считался центром дороги и здесь можно было отдыхать ночью. Так путешествовал русский император Николай (1837).

Главный штаб восстания 1856-1857 годов одно время находился в Лесичине. В Очхомурском районе состоялось объединение, в котором участвовали и Лесичинцы.

По данным переписи 1859-1860 годов в Лесичине проживало 186 семей, в которых проживало 1325 человек. В Очхомуре 116 домашних хозяйств с 911 жителями.

Двери Храма Воскресения Христова в Очхомуре хранятся в Чхороцком краеведческом музее.
Памятник для увековечения памяти погибших во Второй мировой войне

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00