ჩხოროწყუ მერიის კულტურის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტთან დაკავშირებით ჩხოროწყუში ერთობლივი მსვლელობა გაიმართება.
31 მარტი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში — ეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის ნება გამოხატა.
კულტურის სამსახურის ინფორმაციით, მსვლელობა 12:30 საათიდან დაიწყება მერიისა და კულტურის მიმდებარე ტერიტორიიდან და მონაწილეები ზვიად გამსახურდიას მემორიალთან გადაინაცვლებენ, სადაც პატივს მიაგებენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ მსვლელობას და ამ სიმბოლურ დღეს ერთად მიაგონ პატივი ზვიად გამსახურდიას მემორიალთან.