720
18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა!
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ა/წ 18 მაისს 12:00 საათზე, ქ.ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში გაიმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების საზეიმო მსვლელობა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციას.
მსურველებს გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად ავღნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე!