ჯუმითის უბანი სოფელ ხაბუმეს ნაწილია. მუნიციპალურ რეესტრში მას სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სოფელი მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზეა განლაგებული. ჩხოროწყუში ორი ჯუმითი არსებობს. პირველ ჯუმითად იწოდება სოფელ ლეწურწუმის ერთი უბანი, ხოლო მეორე ჯუმითი ხაბუმეშია. ასევე გვხდება ზედა და ქვედა ჯუმითებად გამიჯვნის მცდელობა,
როგორი იყო ადრეულ ეპოქაში ჯუმითი?
მოსახლეობა ადგილებზე იყო გამაგრებული და შიშის თუ სიღარიბის გარემო ყოველდღიურ ყოფას დაღს ასვამდა . წინაპრების მოგონებებით , ხიდის მიმდებარე ტერიტორია ტყით იყო დაფარული. ხობის წყლამდე მისვლა გარეული ცხოველების შიშით უაღრესად სახიფათო გახლდათ. ნელ-ნელა ტყე გაიკაფა , ადამიანებმა ქვევით გადმოინაცვლეს და ზუსტად ამ პერიოდში პირველი და მეორე ჯუმითი ერთმანეთს „დაშორდნენ“ . ჯუმითელები დადიანების ყმები იყვნენ. აზნაურად კი მეცხრამეტე საუკუნეში შელიები ყოფილან
აქ იწყება ჯუმითი, მაგრამ არ მთავრდება ხაბუმე
ჯუმითურ ტოპონიმიკაში წარსული ხშირად გვახსენებს თავს: კუნთხუ, ჯანაშური, ლეჟა, გაბარა და ა.შ ბევრი გვარი სხვაგან გადასახლდა, მათი კვალი მხოლოდ ხალხურ მეხსიერებაშია, რომელიც თაობიდან თაობამდე ქრება. დღეს ყველაზე გავრცელებული გვარებია: ჯალაღონია, გულუა, არახამია, ქარჩავა.
ჯუმითში სულ ცხოვრობს 635 ადამიანი.
ეზოები ფართო. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა. ჯუმითიდან დიდია ადრეულ წლებში მიგრირებულთა რაოდენობა.
ფრენბურთის თამაში სკვერში.
ზაფხული და მდინარე
ხიდის გაღმა უკვე ხაბუმეა
ძველი სურათები.მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს.
ბირჟისთვის განკუთნნილი ქვები ჩანს:))
ვიდეომოგზაურობა ჯუმითში
ხობისწყლის ხეობა ზამთარში
ნოდარ ჯალაღონიას ლექსი ჯუმითზე
ნუცა ჭკადუა – უკან მთელი საუკუნეა
კიდევ ერთი ლაივი ჯუმითიდან