სიახლეები დავით შენგელია – მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ! by chkhorotskuge 09/12/2021 written by chkhorotskuge 09/12/2021 1.4K პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი. დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს. გუშინ დავაანონსე, რომ ფბ ძირითად გვერდს ვხურავდი და ოფიციალურ ფეიჯზე გადავდიოდი, რამეთუ, დღევანდელი დღიდან ჩვენი გუნდი, მთელი გულისყურით, მთელი ენერგიით, უკვე ჩხოროწყუს საკრებულოს ტრიბუნიდან ვიწყებდით ზრუნვას, ბრძოლას ქალაქის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.იცით რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიმართა ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, სადაც ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე. დღევანდელ სხდომაზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და დეტალების მოყოლას არ შევუდგები.უარესებიც გვინახავს, არამარტო ფარული კენჭისყრის დროს, არამედ დღისით, მზისითაც. კარგია ის რომ ყველამ დაინახა, პარტია “საქართველოსთვის” ვინმესთან გარიგებაში არ შესულა.თუმცა პასუხად, ორივე მხრიდან ორკესტრირებულად ისმის ბრალდებები ჩვენს მიმართ – ოცნება ამბობს ნაცებთან გარიგდნენო, ნაცმოძრაობა ოცნებასთან გარიგდნენო…პოლიტიკური პარტია “გახარია-საქართველოსთვის” სურვილი და მიზანი ერთია,ამ ორომტრიალში არ დაზარალდეს ჩხოროწყუელთა ინტერესები.ურემი გადაბრუნებულია, მაგრამ საბედნიეროდ გზა გამოჩნდა…ერთი კვირის თავზე დაესმება წერტილი დღევანდელ ფაქტს და ყველა კითხვას,მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა !პატივისცემით: დავით შენგელია.პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჯაგა სიჭინავას ნაამბობი next post აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სამეწარმეო კლუბი „ჩხოროთარგი“ ფუნქციონირებს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026