მთავარი გვერდი » სიახლეები » წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა

წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

22 მარტს მსოფლიოში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაიამ, მერიის, საკრებულოსა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა.საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის სხვადასხვა ლოკაცია. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს აღინიშნება.

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00