ჩხოროწყუში შესაძლოა ჩონჩხების(ოსტეოლოგიის) მუზეუმი გაიხსნას

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში  ,,ახალგაზრდა მკვლევართა საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფს ლევან და ქეთევან ჯალაღონიები ხელმძღვანელობენ.

ლევან ჯალაღონია

ქეთევან ჯალაღონია

საინიციატივო ჯგუფში შედიან: ვახო გეგელავა, ნათია ჯალაღონია და გიორგი ქებურია

ორგანიზაციის მიზანია ვეტერინარიისა და ვეტერინარული მეცნიერებების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, დარგობრივი სპეციალისტების ცნობიერების ამაღლებისა და მათი კომპეტენციის გაუმჯობესების გზით.

პირველივე  გეგმა ამბიციურია: ოსტეოლოგიის მუზეუმის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალურ განვითარებას, როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. აღნიშნულ მუზეუმში შესაძლებელი იქნება სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაც, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნის გაღრმავება და ვეტერინარიის პოპულარიზაცია. გუნდის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ფერმერებთან მოკლევადიანი საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება _ ცხოველთა კეთილდღეობაზე, დაავადებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც მეტად გაზრდის სურსათის უვნებლობას და სასიკეთოდ აისახება ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

banner

ძვლების და ჩონჩხების სამყარო

ოსტეოლოგიის მუზეუმი ჩხოროწყუში?

აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია მოულოდნელი  სიურპრიზით დაგვირგინდა….მკვლევარებმა უკვე არსებული ჩონჩხების კოლექცია გვაჩვენეს. შთამბეჭდავი სანახაობა დიდი შრომის ნაყოფია, ხოლო ჩხოროწყუში სავსებით შესაძლებელია ოსტეოლოგიის მუზეუმი ვიხილოთ

ინფორმაციისთვის:

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომაზე  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობის) ჩვენი ორგანიზაციისთვის უსასყიდლო უზურფრუტის ფორმით სარგებლობაში გადაცემა განიხილეს.

კომისიის წევრები გაეცნენ დაგეგმილ პროექტებს, რასაც მათი მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა და ერთხმად დაუჭირეს მხარი საჭირო ფართის სარგებლობაში გადმოცემას.

რა არის ოსტეოლოგიური მუზეუმი?

ძვლებისა და ჩონჩხების გამოფენა  დიდი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს ხომ ცხოველთა სამყაროს, კაცობრიობის ევოლუციის უკეთეს გაცნობიერებაში გვეხმარება

  პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულთა შორის განსაკუთრებით ემოციური იყო დემურ ანთია. ხელოვანი დიდი ხანია ძვლების გამოყენებით უნიკალურ ნიმუშებს ქმნის. მისთვისაც კი  წარმოდგენილი მასალა მოულოდნელი აღმოჩნდა. დემურ ანთიას კომენტარი იხილეთ ჩვენს სიუჟეტში

ძვლებთან და ჩონჩხებთან ერთად მკვლევარები მუსიკასაც არ ივიწყებენ

ნათია ჯალაღონიას და ვახო გოგილავას დუეტი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00