1.1K შესარჩევი ტური ჩხოროწყუს ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა, სად, როდის” მოსწავლეთა შორის, ჩატარდება ხვალ, 18 მაისს, 13 საათზე ერთდროულად შემდეგ ლოკაციებზე: I. ქვედაჩხოროწყუს, ახუთის, ლესიჭინეს და კირცხი-სარაქონის საჯარო სკოლები-ლესიჭინის #1 საჯარო სკოლაში, წამყვანი ჯონი ესართია II. მუხურის, ხაბუმესა და ზუმის სკოლები- მუხურის #1 საჯარო სკოლაში, წამყვანი ბიძინა ყალიჩავა III. ჭოღის, ნაფიჩხოვოსა და თაიას საჯარო სკოლები- ჭოღის საჯარო სკოლაში, წამყვანი ვარლამ (ბალა) თოდუა IV. ქალაქ ჩხოროწყუს, აფხაზეთის #10, ლეწურწუმისა და ნაკიანის სკოლები– ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დარბაზში, წამყვანი რობერტ გეთია ყველას დიდი მადლობა თანადგომისა და დაინტერესებისა და ერთი თხოვნა მექნება: ჩემო მეგობრებო, სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა, უბრალოდ გთხოვთ ხვალ 11 საათამდე მასპინძელ სკოლას შეატყობინოთ თქვენი სკოლებიდან წამომსვლელი გუნდების რაოდენობა. მთავარი: მონაწილეობა სრულიად უფასოა მადლობა ყველას, გელით!!! ბიძინა ყალიჩავა ბიძინა ყალიჩავა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება. next post ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ავღანეთის ომის ვეტერან ჯუმბერ იზორიას და ომში დაღუპულ ბადრი შანავას ავღანეთის ომში გატარებულ პერიოდს.