956
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.
სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
რეაბილიტაცია ამ ეტაპზე უტარდება ქალაქ ჩხოროწყუს #1, ლესიჭინეს #2, ქვედა ჩხოროწყუს, სარაქონის, ზუმის, ხანწკისა და ლედარსალეს სკოლებს.