ჩხოროწყუელი აქტივისტები ნამახვანის დამცველთა რიგებში გაერთიანებას აპირებენ

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

გთავაზობთ ლიკა ჯალაღონიას სტატუსს, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა

ძვირფასო ჩხოროწყუელებო, ჩვენმა მარადმწვანე ჩხოროწყუს ერთგულმა მკვიდრმა და გულიანმა კაცმა საბა კარტოზიამ გამოხატა ინიციატივა ჩხოროწყუელთა შეკრების ორგანიზებაზე და ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ ქუთაისში მიმდინარე აქციაში ჩართვაზე.თუ მოგროვდა, რა თქმა უნდა, მოხალისეობრივი სურვილით ხალხის საჭირო რაოდენობა, შესაძლებელია კოლექტიურად მარტივად დაიფაროს ტრანსპორტის ხარჯები. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ დღეს რაც ხდება ქუთაისში არის იმდენად კავშირში ჩხოროწყუსთან, რამდენადაც ის საფრთხე, რაც ემუქრება ქუთაისს თანაბრად ემუქრება სამეგრელოსაც და საბოლოოდ ეს პრობლემა საქართველოს ცის ქვეშ ერთიანდება (ტყუილად არ დგას მთელი ერი ფეხზე!).ამიტომ, მოგიწოდებთ, ქუდზე კაცი გამოდით! დღეს ნამახვანის დაცვა საკუთარი ოჯახების, სიცოცხლის და პროგრესის დაცვაა! დღეს ერთადერთი სწორი ბრძოლა, ერთადერთი მართალი ბრძოლა ჩვენგან ორი საათის სავალზე მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენც იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებია!პ.ს. კომენტარებში ჩაპლიუსდით, ჩხოროწყუელების ჯგუფებში გაავრცელეთ, ჩხოროწყუს გვერდებმაც დააშეარეთ!

ლიკა ჯალაღონია
საბა კარტოზია

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00