ჩემი თვალსაზრისი

შეიძლება, ხანდახან თავი ზეცაში მფრინავ ღრუბლებად  იგრძნო, ან მიტოვებულ ლოდად, რომელიც ყველასგან მივიწყებულა და გაუნძრევლად შემოუფარგლავს ადგილი დედამიწის ზურგზე, შეიძლება, თავად იყო ქარი. არ არის სამყაროში სიმშვიდე და წესრიგი, არც ქაოსია ჩვენს ირგვლივ, არც ადამიანია ღრუბელი, ლოდი ან ქარი, არც არავინ იბადება წარმატებისთვის ან ტანჯვისთვის. ყველაფერი – წესრიგი, თანასწორობა თუ ქაოსი – შექმნილია ადამიანის მიერ. ყველა ადამიანი თავად ირჩევს სავალ გზებს ცხოვრებაში. შენ შეგიძლია აირჩიო სიყვარული და მოთმინება, ისწავლო მიტევება და ეს ლაჩრობად ჩაგითვალონ, ქველმოქმედება – მეტიჩრობად, რაც არ უნდა აირჩიო, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შეეცდება, შეგაცვლევინოს აზრი, იქნება რაღაც, რაც შეგიშლის ხელს, მაგრამ ვინც არ უხვევს არჩეული გზიდან, იშვიათად უშვებს შეცდომებს, მარცხი არ ნიშნავს განადგურებას, წაქცევა არაა სიკვდილი, ეს გაკვეთილებია, რომელიც გაგაძლიერებს. შენ გარდა არავინ იცის, რა გჭირდება შენ ბედნიერებისთვის, შენ მხოლოდ იარე შენი არჩეული გზით, გადალახე დაბრკოლებები და მთელი სამყარო იძულებული გახდება, მოგცეს ის, რაც გსურს. ბედნიერება – ეს გადაწყვეტილებაა, და არა – ბედის საჩუქარი.

მასქური

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.