ჩაი “ლაკა’ნაფიჩხოვოდან

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

როდესაც ჩაის ბრენდ „ლაკას“ ავტორს და  კომპანია „კოლხური თაიგულის“ დამფუძნებელს,   დიტო გოგუას  სახელწოდების შესახებ  შეკითხვა დავუსვით , გაიღიმა, მანქანაში ჩაგვისვა და ლაკადას ულამაზეს ხეობაში განლაგებული პლანტაცია გვანახა.

  • blank

სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის პლანტაციები და წარმოება სათავეს 1930 წლიდან იღებს.

  • blank

90ნ წლებში სამეგრელოში ჩაის წარმოება მასობრივად გაპარტახდა, უკონტროლოდ დაინგრა და დაზიანდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. ჩაი მოსახლეობამ თხილით ჩაანაცვლა, მაგრამ ადგილობრივების  დამსახურებით ნაფიჩხოვოში შესაძლებლობის ფარგლებში შენარჩუნდა და შემდომში აღორძინდა პლანტაციები და ჩაის ბიზნესი.

  • blank

მამის  გარდაცვალების შემდეგ საქმე  შვილმა   დიტომ .გოგუამ განაგრძო. ყველა სხვა  საქმე გვერდზე გადადო, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა.

სირთულეების მიუხედავად  ბიზნესი  წინ მიდის. შეიქმნა კომპანია „კოლხური თაიგული“. შეძენილია საჭირო დანადგარები, მოწესრიგებულია ათეულობით ჰექტარი პლანტაცია.  დასაქმებულთა რაოდენობა 40 ადამიანია,რაც ნაფიჩხოვოელთათვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

პროდუქციით ევროპაშიც დაინტერესდნენ.ისახება ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის კონტურები.

  • blank

თავის საქმეზე  და სოფელზე შეყვარებული დიტო  გოგუა  ჩაის მომზადების რთულ პროცესს  გვიყვება. გვიხსნის  დანადგარების მნიშვნელობას. ცოტა კი გაგვიჭირდა დეტალების აღქმა, მაგრამ მომხმარებლისთვის ხომ მთავარი შედეგია და   გასინჯულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  ძველი გემო ვიგრძენით სუფთა ნატურალური,ადგილობრივი  ჩაისგან რომ მოდიოდა

რატომაა „ლაკა“ საინტერესო? ესაა 100 პროცენტით სუფთა, ბუნებრივი, ადგილზე მოყვანილი, იქვე დამზადებული პპროდუქტი. არავითარი ქიმია, იმპორტული პროდუქციის შეზავება. ესაა ლაკადას ულამაზესი ხეობის ნაყოფი თქვენს ჩაის ფინჯანში,რომელიც ნაფიჩხოვოშივე მუშავდება.

შეძენა სუპერმარკეტ „სპარის“ ქსელშია შესაძლებელი.მაღაზიების სრული ნუსხა აღწერაშივე იქნება მითითებული.  გავითვალიწინოთ ქართული პროდუქციის  შეძენით  ხელს ვუწყობთ საკუთარ ჯანმრთელობას, ადგილობრივ წარმოებას და არომატისგან ყოველდღურ სიამოვნებასაც ვიღებთ

სხვადასხვა ტიპის ჩაი ☕️წყლის 📍გარკვეულ

📍ტემპერატურაზე საჭიროებს 📍მომზადებას.

💚მწვანე ჩაი – 70-85 C°

🖤შავი ჩაი – 95-100 C°

➡️ჩაის დასაყენებლად ☕️ყოველთვის

📍ახალი წყალი 💦გამოიყენეთ. 📍ხელახლად ანადუღარი წყალი

სტატუსის ვიდეოვერსია

https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/843206373146957

გამოყენებულია ფოტოგრაფ გიორგი გოგუას სურათები

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00