მასქურის ბლოგი სამშობლოს by maskuri 02/03/2018 written by maskuri 02/03/2018 1.2K ნისლში ცივად გახვეულა გაყინული ფიქრი, და შენამდე დროს და მანძილს ფიქრით დროში ვითვლი. უსამშობლოდ, უმამულოდ ზამთარ-ზაფხულ ვიწვი. ქართველი ვარ, ქართველობას არაფერზე ვცვლიდი. დრო ყველაფრის მკურნალია, აწმყო – მაინც რთულია, და მომავლის იმედი ასე საამურია. ჩონგური და ვაზის ცრემლი, კვნესის სალამურია, დიდოვ ნანა, დიდოუ დო იავნანინაო. სიზმრად მესმის, ცხადში მიხმობს. შენი ნანინაო, შინა ვორგილ, ჩქიმი ნანა ჰარალო და განდაგანა. მთიდან არწივთ შეძახილი, ჩაკრულო და ნენეს ნანა. განა სხვისთვის მემეტება დედის ტკბილი იავნანა?! განა სხვაგან სად შობილა მასქური და ჭითაგვალა? ნაკუწ-ნაკუწ “აკნაძინა”, სავანე ხარ, ქართველთ ბინა. ნისლში ფიქრად გაყინულა, რომ უშენოდ არ მაქვს “რინა”. მასქური 22/12/16 აკნაძინა – მეგრული სიტყვაა და ნიშნავს შეკრებილს შეკოწიწებულს რინა – ყოფა, ყოფნა 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ნოდარ ჯალაღონია-შეგინებული დედები next post ხალხის სიბრძნე You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 ძმებო მგოსნებო! 07/05/2018 მთვარის გაცილება 14/04/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 მუხური 04/03/2018 ჩემი თვალსაზრისი 02/03/2018 ხალხის სიბრძნე 02/03/2018