ტაძარი ადგილობრივი სასაფლაოს ტერიტორიაზეა განთავსებული

ძირითადი მახასიათებლები:
- სტატუსი: მოქმედი ეკლესია
- ლოკაცია: სოფელი კირცხი (სასაფლაოს ტერიტორია)
- კოორდინატები: 42°28’36″N 42°2’54″E
- ახალი ტაძრის აგების თარიღი: 2007 წელი
ძველი ეკლესიის ისტორია და სულიერი მემკვიდრეობა
მოკლე ანოტაცია:
დღევანდელი ტაძრის ისტორია უშუალოდ უკავშირდება კირცხის მდიდარ საეკლესიო წარსულს. თავდაპირველად, სოფლის სალოცავი ხის ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც 1915 წელს ნიჭიერმა ნაკიანელმა მხატვრებმა მოხატეს.
სამწუხაროდ, 1924 წელს, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის მძვინვარების პირობებში, შენობას გუმბათი მოანგრიეს და ჯვარი გადახადეს, რის შემდეგაც ეკლესიამ თავისი პირვანდელი სახე და დანიშნულება დაკარგა. იგი ათწლეულების განმავლობაში, 1970 წლამდე, სოფლის კლუბად გამოიყენებოდა.
გოშუების დინასტია
კირცხში მოღვაწეობდნენ გოშუების დინასტიის სასულიერო პირები, რომლებიც კირცხის დამფუძნებლად ცნობილ უთუთი გოშუას შთამომავლები იყვნენ.
ესენი არიან: დეკანოზი თომა გოშუა( გარდაიცვალა 1893 წელს), დეკანოზი პეტრე გოშუა (გარდაიცვალა 1919 წელს), დეკანოზი აკაკი გოშუა( გარდაიცვალა 1962 წლის 14 თებერვალს)
⛪ ტრადიციის გაგრძელება და ახალი ტაძარი
მიუხედავად რთული ისტორიული პერიოდისა, კირცხში არ გამქრალა ის ძლიერი სულიერი ტრადიციები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში გოშუების ცნობილი სასულიერო დინასტია და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, კონდრატე თათარაშვილი ქმნიდნენ.

კონდრატე თათარაშვილი თავისი მოღვაწეობის პირველ წლებში კირცხის წმინდა გიორგის ეკლესიააში მსახურობდა.
სწორედ ამ ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელებაა დღევანდელი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. იგი 2007 წელს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით აიგო. მშენებლობა ქტიტორების — შალვა თომას ძე გოშუასა და მიხეილ მირონის ძე ჩხარტიშვილი-გოშუას კეთილშობილური ძალისხმევითა და შემოწირულობით განხორციელდა.
როგორ მივიდეთ?
ძველი ეკლესიის შემონახული ფოტო

ფოტოგალერეა








ვიდეო
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ
ჩვენი პლატფორმა მუდმივად ვითარდება. თუ გაქვთ შემონახული ძველი ხის ეკლესიის ან სოფლის კლუბის პერიოდის ფოტოები, ან ფლობთ დამატებით ცნობებს ნაკიანელი მხატვრების შესახებ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ. ერთად შევინახოთ ჩვენი კუთხის ისტორია!
Have any thoughts?
Share your reaction or leave a quick response — we’d love to hear what you think!
