დიდი ხანია მინდოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი დამეთვალიერებინა. ვამჯობინე ე.წ “ფბ ლაივი” და პირდაპირი ჩართვის მეშვეობით ყველა  “ფრენდსაც ” მივეცი შესაძლებლობა საინტერესო ექსპონატებს შორიდან  გაცნობოდნენ. მსურველებმს  ჩანაწერი ოფლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ ნახოთ, მასპინძლობას კი იგორ ფიჩხაია გვიწევს 🙂

საიტის ფორმატი მუზეუმის  დეტალურ აღწერას ვერ უზრუნველყოფს. შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად  ეწვიეთ,  ეს კი ამ მუზეუმის ფეისბუქ-გვერდია

ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე 1968 წელს დაარსდა, 1978 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც კულტურის სამინისტროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 2009 წლიდან კი არის ა(ა)იპი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი

კულტურის სამინისტრომ 1978 წელს მიიღო გადაწყვეტილება ჩხოროწყუში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ. მუზეუმს ჩხოროწყუს მონკავშირის შენობის პირველ და მეორე სართულებზე გამოეყო ოთახები. დირექტორად დაინიშნა მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ღვაწლმოსილი მუშაკი გრიშა (გრიგოლ) ვლადიმერის ძე შენგელია (1915-1991). იგი 1978_191987წწ მოშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მუზეუმის სამეცნიერო დაწესებულებად ჩამოყალიბება.

banner

მუზეუმის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩხოროწყუს რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბატონმა კარლო ქაჯაიამ.
ჩხოროწყუს მუზეუმში დაცულია მამანტი გუჯუს ძე კვირტიას (1909-1989) ფონდი, აქ მის მიერ მოძიებული და გადმოცემული უამრავი ექსპონატია მოთავსებული, რომელთა გამოყენებით მრავალმა მეცნიერმა დაიცვა სამეცნიერო ხარისხი.

მუზეუმის თანამშრომლებს ენთუზიაზმი არ აკლიათ.  თითოეული მათგანი იმდენად გულით და სულით საუბრობს ნებისმიერ ექსპონატზე, რომ  შეუძლებელია მნახველზეც ზემოქმედება არ მოახდინოს. შეგახსენებთ,  მუზეუმი განთავსებულია   წმინდა გიორგის ქანდაკების პირისპირ.

ხარისხი და ანარეკლი არ გაგიკვირდეთ.   სტენდს გადავუღე . მუზეუმში რამდენიმე ასეთი ვიზუალური მასალაა

საინტერესო მასალა უძველესი ეპოქიდან

ქვის იარაღი

თევზის ფორმა მომაგონა. მაინტერესებს თქვენი აზრი. ექსპონატი კი უნიკალურია და შემდგომ კვლევას საჭიროებს.

ქვევრ-სამარხი ნაფიჩხოვოდან

კაჟისა და ობსიდიანის იარაღები

სამარხში აღმოჩენილი საინტერესო მასალა. ქვედა სურათი მკვლევართა განსაკუთრებულ  ინტერესსს იწვევს, ნახაზების  ფორმა კი კამათს.

ანდეზიტი -ვულკანური ქანი

შორეულ წარსულში მოგზაურობა

უცნობი წმინდანი ოცინდალედან

შრომის გარეშე აბა რა გამოვიდოდა?:))) 

აქ თავს ძველი კნიაზივით იგრძნობთ:) 

რამდენიმე ეპიზოდი თავადების ცხოვრებიდან

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ოდა

სასახლის კარები(მეჩვიდმეტე საუკუნე)

მუზეუმის ხელმძღვანელობა

ნაირა ციმინტია-მუზეუმის დირექტორი

ზაურ ჯალაღონია- მუზეუმის დირექტორის მოადგილე, მკვლევარი

იგორ ფიჩხაია- სპალეოლოგი, მეცნიერი

აქ იხილეთ მუზეუმის შესახებ ჩანაწერი, რომელიც მუზეუმის ჟურნალში 2012 წელს გამოქვეყნდა

ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1968 წელს დაარსდა საზოგადოებრივ საწყისებზე. 1978 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც კულტურის სამინისტროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 2009 წლიდან კი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი ჩხოროროწყუს ისტორიული მუზეუმი.

მუზეუმის შენობა ორსართულიანია. 900კვ.მ ფართობით; სტაციონარული გამოფენა 450 კვ. მ.ზეა. ფონდების საცავის ფართობი 60 კვ.მ. აქვს 120 ადგილიანი სხდომათა დარბაზი. 2012 წლის მონაცემით, მუზეუმის ფონდში 30 120 ექსპონატია.

მუზეუმს აქვს ბუნების, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ახალი და უახლოესი ისტორიის განყოფილებები.

მუზეუმში  გამოფენილია და ფონდში დაცულია საკმაოდ მდიდარი, მეცნიერულად შესწავლილი შემთხვევით ნაპოვნი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა,რომელთა დიდი ნაწილი განეკუთვნება საზოგადოების განვითარების თითქმის ყველა ძირითად საფეხურს, ესაა პალეოლითური და ნეოლითური ხანის ქვის ცულები და ნაჯახები, სატეხ-საჩორკნი ქვები( თაია, ლუგელას ხეობა ) და სხვა

ბრინჯაოს ხანის სამეურნეო ა საბრძოლო იარაღებიდან აღსანიშნავია კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები, ნამგლები, სეგმენტური იარაღები და ბრინჯაოს ზოდები, რომელთა უმრავლესობა აკადემიკოს ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (1984-87წწ ხელმძღვანელი ელგუჯა გოგაძე, ჯონი აფაქიძე ) მიერ წარმოებული გათხრებით გამოვლენილი დიდ ნასახლარზეა მოპოვებული ( ძ.წ მერვე-მეექვსე საუკუნეები)

 ოჩხომურის ნამოსახლარის მკვიდრთა მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ხელოსნური წარმოება, მელითონეობა, კაჟის დამუშავება , ფერადი ქვის -სარდიონის, აქატის. იასპის, გიშრის, მინისა და პასტის მძივების დამზადება, რომლებიც ადგილზე- მდინარე ოჩხომურის ხეობაში მოიპოვებოდა. მუზეუმში დაცული ნივთები გამოფენილი იყო ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმზე

ჩხოროწყუს თითქმის ყველა სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს საბრძოლო და სამუშაო იარაღები. მიწის დამუშავების დროს ეხლაც პოულობენ ბრინჯაოს იარაღებთან ერთად მესამე-მეორე ათასწლეულების კერამიკულ ნაწარმს

მუზეუმში გამოფენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის ( ძ.წ მეორე ათასწლეული დასარული) კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები, ნამგლები, სეგმენტური იარაღები აღმოჩენილი სოფელ ოჩხომურში და ლეწურწუმეში.

ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეექვსე საუკუნეებით თარიღდება სოფელ ნაფიჩხოვოში გამოვლენილი ქვევრსამარხები, აგრეთვე დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ინვენტარი სოფელი ნაკიანიდან, რომელშიც დაკრძალვა ხდებოდა მიცვალებულის ნეშტის კრემაციით.

სოფელ ნაკიანის ლეახალის უბანში ერთ-ერთ ქვევრსამარხში ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა-ბრინჯაოს ცულები, სეგმენტური იარაღები, ყელსაბამები, მძივები, იდეოგრამები.

მუზეუმში გამოფენილია 1972 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიის მეორე რაზმის მიერ, პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით. სოფელ ჭოღაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი რკინის მეტალურგიის კერები, ქურა-სახელოსნოს ნაშთები (ძ.წ მეცხრე საუკუნე) აქ მაღალხარისხოვანი პროდუქცია მიიღებოდა არამაგნეტიტური ქვიშისგან, არამედ რკინის მადნისგან , რომელიც ადგილზე მოიპოვებოდა და შედარებით მტკიცე იყო.

მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე ამჟამინდელი ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მოქმედებდა ოცდაათზე მეტი ეკლესია. კომუნისტების მმართველობის პერიოდში ყველა ეკლესია დაკეტეს. ინვენტარი გაანადგურეს. ზოგიერთი სიწმინდე შენახულ იქნა ზუგდიდის მუზეუმში . თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის ვაზის კარი. ჩხოროწყუს მუზეუმში დაცულია საეკლესიო წიგნები და ხელნაწერები, ხატი, საეკლესიო ბეჭდები.

მუზეუმში უხვადაა წარმოდგენილი შუა საუკუნეების ისტორიის , კერძოდ, ფეოდალური ხანის მასალები. ადრინდელი შუა საუკუნეების ძეგლთაგან შემორჩენილია მეოთხე-მეექვსე საუკუნეების  ხომაკირდე . გვიანფეოდალური  ხანის ძეგლებს მიეკუთვნება ნაჯაგუს ( გარახას) ჯიხები. (მეთექვსმეტე-მეთვრამე საუკუნეები) ექსპონირებულია ქვახუნდი ნაჯაგუდან. ( დასასჯელი იარაღაი)

მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია  ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშები დადიანისეული სასახლის ხის მოჩუქურთმებული  სვეტები, ქართული ორნამენტით დამშვენებული კარები  მოიდანახედან

ნიკო დადიანის სასახლე რაიონის ცენტრის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობდა . თავადის სასახლის ირგვლივ მიწები შეისყიდეს და დასახლდნენ მთიანი სოფლებიდან ჩამოსულები.

პაპავებმა და გოგიებმა ნაფიჩხოვოდან, ყალიჩავებმა და ახალაიებმა ნაკიანიდან , წურწუმიებმა , მალანიებმა და იზორიებმა კირცხიდან გასაბჭოების დროს დადიანის სასახლე სხვა ადმინისტრაციულ შენობად გადააკეთეს და რაიონის ცენტრში დადგეს.

მუზეუმში გამოფენილია სამჭედლოს ( ოჭკადურე) ინვენტარი და მოწყობილობა , რომელიც ეკუთვნოდა სენაკის რაიონის სოფელ ზანის მცხოვრებ კონდრა შურღაიას . იქვე გამოფენილია ცნობილი მჭედლის და ლოტბრის თადა გოგუას სამჭედლოს ხელსაწყოები.

მუზეუმში დაცულია მასალები გვიანფეოდალური ყოფის შესახებ. ნაჩვენებია ლესიჭინელი მრეწველის ბასა სიჭინავას აბრეშუმის ფაბრიკის საქმიანობა , რომელსაც 70-80 ფუთამდე მზა პროდუქცია გადაქონდა მარსელსა და ლეონში. ასახულია სამეგრელოს გლეხთა აჯანყება და მასში ცხორწყუელთა მონაწილეობა, ბატონყმური ურთიერთობის ამსახველი სხვა დოკუმენტები.

მეცხრამეტე საუკუნის წერილობითი საბუთები ყიდვა-გაყიდვის აქტები, საგადასახადო აქტები , მზითვის წიგნები, სიგელ-გუჯრები, ნუმიზმატიკის ნიმუშები.

მუზეუმში გამოფენილი სტენდები : დამოუკიდებელი საქართველოს 1918-1921 წლებში საქართველოს დაპყრობა ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს . ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა 1924 წელს , 1924-30-ნი წლების პოლიტიკური რეპრესიები; გამოფენილია დამოუკიდებელი საქართველოს ამსახველი მასალები : კონსტიტუცია , დროშა, გერბი, ფული.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩხოროწყუს რაიონში შენდებოდა სკოლები. აი რას მოგვითხრობს „ცნობის ფურცელი“ 1899 წელს :

ამ მოკლე  ხანში სოფელ ახუთში ორი ორკლასიანი  კოლა, საეკლესიო სამრევლო და სამინისტრო… მადლობის ღირსია მღვდელი ანტონ პაპასკირი , რომელმაც თავი გაწირა ამ საქმისთვის.

ასევე სკოლა აშენდა სოფელ ნაკიკიანში მღვდლის ფილიპე კვარაცხელიას თაოსნობით. მღვდელმა დიმიტრი ბერულავამ საკუთარი ხის ფიცრული  სახლი ავეჯით და 300 კვ.მ საჯენი მიწით, მთლიანად 1000 მანეთის ღირებულების დაუთმო ნაფიჩხოვოს ორკლასიან სკოლას .

მეორე მსოფლიო ომში ჩხოროწყუდან  5700 კაცი ღებულობდა მონაწილეობას. ბრძოლის ველზე დაეცა 3772 მებრძოლი. მათ გმირულ საქმიანობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გამოფენაზე.

დიდ ყურადღებას იპყრობს გერმანელი გენერლის ხელჯოხი,რომელზედაც დაპყრობილი ქალაქების ემბლემებია  მიმაგრებული. ახალი ისტორიის განყოფილებაში ასახულია პირველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას ცხოვრება და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. განათლების, ხელოვნების, ჯანდაცვის სფეროს სახელოვანი ადამიანების ამსახველი მასალები, ფოტოსურათები  და მათი ნაშრომები.

საინტერესო მასალებია დაცული და გამოფენილი ჩვენი მუზეუმის ფილიალის , კირცხის ვალია ბეჭვაიას სახელობის მუზეუმში. მუზეუმის ექსპოიციების გაცნობისათვის გამოყენებულია ექსკურსიები, საუბრები, ლექციები, შეხვედრები, საიუბლეო საღამოები,ახალგაზრდული თამაშები, გაკვეთილები. დახმარებას ვუწევთ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლას

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00