მზის პანელით მოსაცდელი ჩხოროწყუში

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ქალაქ ჩხოროწყუში, შენგელიას ქუჩაზე, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ ,,ციმ ციმ აინთე, ანუ პატარა სივრცის დიდი ეფექტის“ ფარგლებში მზის პანელით მოსაცდელი დამონტაჟდა და მოეწყო ველოპარკინგი, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ მოადგილეებთან და ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ წარმომადგენელ ლალი გამისონიასა და ქალთა საინიციატივო ჯგუფ ,,თანასწორის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

,,საინიციატივო ჯგუფის“ წევრ მელორი ცქვიტაიას ინიციატიატით წარმოდგენილი პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის, ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ,ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ გაგი ბუაძის, ,,სათემო ორგანიზაციის“ წევრებისა და აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის კლუბური გაერთიანების წევრების თანადაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ბიუჯეტი 10 100 ლარს შეადგენს.აღნიშნული სივრცე ემსახურება ინოვაციური იდეების დანერგვის მხარდაჭერას, რომლით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ძველი, ასევე, ახალი თაობის წარმომადგენლებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00