• მუნიციპალეტეტის შესახებ
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ვლოგები
    • უკეთესად გავიცნოთ ჩხოროწყუ
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
  • რეკლამა და მხარდაჭერა
  • პუბლიკაციის წესები
  • უფასო გვერდის შექმნა
  • Login/Register
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
Banner
  • მუნიციპალეტეტის შესახებ
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ვლოგები
    • უკეთესად გავიცნოთ ჩხოროწყუ
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა
  • მუნიციპალეტეტის შესახებ
  • ელექტრონული კომერცია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი
  • ადმინისტრაციული ერთეულები
  • ბლოგები
    • საქართველოს რეგიონები
    • ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები
    • ვლოგები
    • უკეთესად გავიცნოთ ჩხოროწყუ
    • ლაშას ბლოგი
    • Catenaccio
    • My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”
    • Chkhorotsku from above
    • ავიაციის კუთხე
ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა საავტორო უფლებები დაცულია
მთავარი გვერდი » ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი » ნაშრომები » ვარლამ ჩიქოვანი ზუმიდან
ნაშრომებინუგზარ ჟვანიაჩხოროწყუ და ჩხოროწყუელებიჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი

ვარლამ ჩიქოვანი ზუმიდან

ავტორი chkhorotskuge 10/06/2021
1.6ათასი

ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან კიდევ ერთი საინტერესო მოგონება

ჯანიკო ბასილაძეს მოგონება:

 გასული საუკუნის 50-იან წლებში, ზუმში ცხოვრობდა ერთი კოლორიტული პიროვნება

ვარლამ ჩიქოვანი. ვინ არ იცნობდა მას. თავადური იერი ზედ ეტყობოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან — პატარა. ყველა პროფესიის ადამიანთან ჰქონდა მეგობრობა. მასზე ბევრი ჭორი დადიოდა. ზოგს ინტელიგენტად მიაჩნდა, ზოგს — აბრაგი ეგონა, ზოგი მასში კეთილსინდისიერებას ხედავდა,

ზოგი ერთ ნაბიჯზე არ ენდობოდა. მე ბევრი მისწავლია მისგან, საოცარი კეთილი გულის პატრონი იყო. იგი სახელოვანი მწერლის, ლეო ქიაჩელის, ალალი ბიძაშვილი ბრძანდებოდა, მაგრამ მისი ნათესაობით არასდროს უსარგებლია. გავრცელებულია მოსაზრება თითქოს სახელოვან მწერალს „ტარიელ გოლუაში” გაიოზ გადალენდიას პროტოტიპად ვარლამი ჰყავდა ნაგულისხმევი, რაც არასწორია. მისი დაკრძალვის დღეს

სოფელი ზუმი. გიორგი ნაჭყებიას ფოტო

დიდი მწერალი ჩამოვიდა ზუმში და გულწრფელად დაიტირა ნათესავი. აქ მან, ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს უპასუხა: „ჩემს ვარლამს ასეთი უარყოფითი გმირის პროტოტიპად ვერ გავიმეტებდი. იგი ბევრად უკეთესი კაცი იყო, ვიდრე ზოგ-ზოგებს ჰგონია”- უთქვამს დიდ მწერალს. ვარლამი კარგად იცნობდა საქართველოს ყველა მხარეს, განსაკუთრებით სვანეთს, სადაც ბევრი გულითადი მეგობარი ჰყავდა. ეს კარგად იცოდნენ

ჩვენი რაიონის ხელმძღვანელებმა და სთხოვეს სვანეთიდან ხარები და ცხენები ჩამოეყვანა, რადგან სოფლად გამწევი ძალის უყოლობით კოლექტივიზაციის პროგრამა ფერხდებოდა.

ვარლამმა სვანეთში მეგობრების მეშვეობით მართლაც შეიძინა 100-ზე მეტი ხარი და ცხენი, მაგრამ ჩამოყვანა გაძნელდა, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ბანდიტური ჯგუფები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ. საჭირო გახდა გამცილებლები. ზუმიდან, მუხურიდან წაიყვანა შეიარაღებული ბიჭები, რომლებიც შემდგომ არაკივით ჰყვებოდნენ ვარლამის ვაჟკაცობაზე:

,,ჩვენ კარგად ვიყავით შეიარაღებული,—იხსენებდა სოფლის ახალგაზრდებთან ზუმელი ილარიონ ბასილაძე, მაგრამ ბანდიტების მაინც გვეშინოდა. ვარლამს ცხენების ერთი ნაწილი ყარაჩაელებისაგან ჰყავდა ნაყიდი,მაგრამ მათ არ ენდობოდა და სწორიც გამოდგა. ისინი მაშინ სვანეთში  თავისუფლად დათარეშობდნენ. ეტყობა, გაუჩნდათ სურვილი წაერთმიათ ჩვენთვის ნაყიდი პირუტყვი.

ვარლამმა დროზე შეიტყო მათი განზრახვა, მაგრამ სვანი მეგობრები არ შეაწუხა, ისინი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენა. თვითონ, საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა. მან გვიბრძანა მოგვეჭრა გზა, ენგურზე გადებულ მოკლე და ვიწრო ხიდზე გაგვეტარებინა საქონელი, შემდეგ კი ხიდი ჩაგვეშალა. სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მდევრების ცხენების ფლოქვების ხმა გვესმოდა. ჩვენ ზუსტად შევასრულეთ ბრძანება. საქონელი უვნებლად გავატარეთ ხიდზე. შემდეგ ის გადავაბრუნეთ დამდინარეში გადავუძახეთ. ვარლამი იქითა მხარეს დარჩა. დაიწყო სროლა. თავიდან მომხდურები ისროდნენ. ვარლამი თავისი ცხენით კლდეს ამოეფარა,იქიდან გასცა პასუხი. მან რამდენიმე გასროლით ცხენები დაუხოცა ყაჩაღებს, თუმცა შეეძლო ყველა ამოეჟლიტა, სისხლს მოერიდა. ისინი, კუნძებს ამოფარებულები, მაინც ისროდნენ. მალე მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთი კაცი უწევდათ წინააღმდეგობას და ალყაში მოქცევა მოინდომეს.

ზუმში

ვარლამი მიუხვდა განზრახვას და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. იგი შემოაფრინდა თავის მერანს. ბიჭებმა შევამჩნიეთ, თუ როგორ მოქროდა ჩვენკენ ცხენი და კაცი, თმა ყალყზე დაგვიდგა, რადგან წინ ენგური მოჰქუხდა, რომელზედაც ხიდი, ამასწინათ, ჩვენ ჩავშალეთ. როგორც კი ნაპირს მოუახლოვდა, ცხენი ჰაერში აიჭრა, შემდეგ გასწორდა და მეორე ნაპირზე უვნებელი დაეშვა. დაუჯერებელი ფაქტი მოხდა. ასეთი რამ ზღაპარში თუ გამეგონა. მას მერე ამ ადგილს „ჩიქვანიშ გინნალენდას” ეძახდნენ,

რადგან მსგავსი რამ არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ. ამ დიდმა პიროვნებამ თავისი ვაჟკაცობითა და სპორტული შესაძლებლობით   რაიონის ხელმძღვანელობის დავალება პირნათლად შეასრულა.

 (ჯანიკო ბასილაძის მოგონებათა ჟურნალიდან).

ჯანიკო ბასილაძეს მოგონება:

 გასული საუკუნის 50-იან წლებში, ზუმში ცხოვრობდა ერთი კოლორიტული პიროვნება

ვარლამ ჩიქოვანი. ვინ არ იცნობდა მას. თავადური იერი ზედ ეტყობოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან — პატარა. ყველა პროფესიის ადამიანთან ჰქონდა მეგობრობა. მასზე ბევრი ჭორი დადიოდა. ზოგს ინტელიგენტად მიაჩნდა, ზოგს — აბრაგი ეგონა, ზოგი მასში კეთილსინდისიერებას ხედავდა,

ზოგი ერთ ნაბიჯზე არ ენდობოდა. მე ბევრი მისწავლია მისგან, საოცარი კეთილი გულის პატრონი იყო. იგი სახელოვანი მწერლის, ლეო ქიაჩელის, ალალი ბიძაშვილი ბრძანდებოდა, მაგრამ მისი ნათესაობით არასდროს უსარგებლია. გავრცელებულია მოსაზრება თითქოს სახელოვან მწერალს „ტარიელ გოლუაში” გაიოზ გადალენდიას პროტოტიპად ვარლამი ჰყავდა ნაგულისხმევი, რაც არასწორია. მისი დაკრძალვის დღესდიდი მწერალი ჩამოვიდა ზუმში და გულწრფელად დაიტირა ნათესავი. აქ მან, ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს უპასუხა: „ჩემს ვარლამს ასეთი უარყოფითი გმირის პროტოტიპად ვერ გავიმეტებდი. იგი ბევრად უკეთესი კაცი იყო, ვიდრე ზოგ-ზოგებს ჰგონია”- უთქვამს დიდ მწერალს. ვარლამი კარგად იცნობდა საქართველოს ყველა მხარეს, განსაკუთრებით სვანეთს, სადაც ბევრი გულითადი მეგობარი ჰყავდა. ეს კარგად იცოდნენ

ზუმი გიორგი ნაჭყებიას ფოტო

ჩვენი რაიონის ხელმძღვანელებმა და სთხოვეს სვანეთიდან ხარები და ცხენები ჩამოეყვანა, რადგან სოფლად გამწევი ძალის უყოლობით კოლექტივიზაციის პროგრამა ფერხდებოდა.

ვარლამმა სვანეთში მეგობრების მეშვეობით მართლაც შეიძინა 100-ზე მეტი ხარი და ცხენი, მაგრამ ჩამოყვანა გაძნელდა, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ბანდიტური ჯგუფები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ. საჭირო გახდა გამცილებლები. ზუმიდან, მუხურიდან წაიყვანა შეიარაღებული ბიჭები, რომლებიც შემდგომ არაკივით ჰყვებოდნენ ვარლამის ვაჟკაცობაზე:

,,ჩვენ კარგად ვიყავით შეიარაღებული,—იხსენებდა სოფლის ახალგაზრდებთან ზუმელი ილარიონ ბასილაძე, მაგრამ ბანდიტების მაინც გვეშინოდა. ვარლამს ცხენების ერთი ნაწილი ყარაჩაელებისაგან ჰყავდა ნაყიდი,მაგრამ მათ არ ენდობოდა და სწორიც გამოდგა. ისინი მაშინ სვანეთში  თავისუფლად დათარეშობდნენ. ეტყობა, გაუჩნდათ სურვილი წაერთმიათ ჩვენთვის ნაყიდი პირუტყვი.

ზუმი გიორგი ნაჭყებიას ფოტო

ვარლამმა დროზე შეიტყო მათი განზრახვა, მაგრამ სვანი მეგობრები არ შეაწუხა, ისინი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენა. თვითონ, საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა. მან გვიბრძანა მოგვეჭრა გზა, ენგურზე გადებულ მოკლე და ვიწრო ხიდზე გაგვეტარებინა საქონელი, შემდეგ კი ხიდი ჩაგვეშალა. სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მდევრების ცხენების ფლოქვების ხმა გვესმოდა. ჩვენ ზუსტად შევასრულეთ ბრძანება. საქონელი უვნებლად გავატარეთ ხიდზე. შემდეგ ის გადავაბრუნეთ დამდინარეში გადავუძახეთ. ვარლამი იქითა მხარეს დარჩა. დაიწყო სროლა. თავიდან მომხდურები ისროდნენ. ვარლამი თავისი ცხენით კლდეს ამოეფარა,იქიდან გასცა პასუხი. მან რამდენიმე გასროლით ცხენები დაუხოცა ყაჩაღებს, თუმცა შეეძლო ყველა ამოეჟლიტა, სისხლს მოერიდა. ისინი, კუნძებს ამოფარებულები, მაინც ისროდნენ. მალე მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთი კაცი უწევდათ წინააღმდეგობას და ალყაში მოქცევა მოინდომეს.

ვარლამი მიუხვდა განზრახვას და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. იგი შემოაფრინდა თავის მერანს. ბიჭებმა შევამჩნიეთ, თუ როგორ მოქროდა ჩვენკენ ცხენი და კაცი, თმა ყალყზე დაგვიდგა, რადგან წინ ენგური მოჰქუხდა, რომელზედაც ხიდი, ამასწინათ, ჩვენ ჩავშალეთ. როგორც კი ნაპირს მოუახლოვდა, ცხენი ჰაერში აიჭრა, შემდეგ გასწორდა და მეორე ნაპირზე უვნებელი დაეშვა. დაუჯერებელი ფაქტი მოხდა. ასეთი რამ ზღაპარში თუ გამეგონა. მას მერე ამ ადგილს „ჩიქვანიშ გინნალენდას” ეძახდნენ,

რადგან მსგავსი რამ არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ. ამ დიდმა პიროვნებამ თავისი ვაჟკაცობითა და სპორტული შესაძლებლობით   რაიონის ხელმძღვანელობის დავალება პირნათლად შეასრულა.

 (ჯანიკო ბასილაძის მოგონებათა ჟურნალიდან).

იხილეთ მსგავსი სიახლეები:
  • ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა
  • ვალერიან ახალაია სოფელ ნაკიანის შესახებ
  • რკინის წიდები ქუარდილის გამოქვაბულიდან
  • ნათია გახარია ზოგიერთი ტოპონიმის მნიშვნელობაზე

Have any thoughts?

Share your reaction or leave a quick response — we’d love to hear what you think!

  • like 0
  • love 0
  • haha 0
  • wow 0
  • sad 0
  • angry 0
გაზიარება 0 FacebookTwitterPinterestTumblrVKOdnoklassnikiStumbleuponLINEPocketSkypeThreadsBlueskyEmail
წინა სიახლე
ჯვრის ამოტანის მუხურული ტრადიცია და მივიწყებული სპორტული შეჯიბრებები
შემდეგი სიახლე
ნუგზარ ჟვანია ჩხოროწყუელ ფეხბურთელთა კაპიტანს, რეზო კაჭარავას იხსენებს
  • ზოგადი ინფორმაცია
    • მოსახლეობა და დემოგრაფიული მახასიათებლები
    • გეოგრაფია, რელიეფი და ბუნებრივი მახასიათებლები
    • ტოპონიმები და ტოპონიმიკა
    • რა არის მუნიციპალიტეტი, თემი, ადმინისტრაციული ერთეული და დასახლება
    • ადმინისტრაციული ერთეულები
    • დაძმობილებული ქალაქი მოლეტაი
  • ადგილობრივი თვითმართველობა
    • დათო-გოგუა- ჩხოროწყუს მერი
    • მუნიციპალური საკრებულო
    • მერიის სტრუქტურა
    • მერიისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირები
    • უწყებებისადმი დაქვემდებარებული ფილიალები
    • კერძო დაწესებულებები და ორგანიზაციები
  • ბუნება და გარემო
    • მთიანი ჩხოროწყუ
    • მღვიმეები
    • ტბები
    • მდინარეები
    • საბანაო ადგილები
    • ცაშკიბული და ტობავარჩხილი
  • კულტურული მემკვიდრეობა
    • ეკლესია-მონასტრები
    • საფორტიფიკაციო ნაგებობები
    • ფოლკლორი
    • ხელოვნება, კულტურა, შემოქმედება
    • ჩხოროწყუს ძველი ისტორიები
    • საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ადგილები

შესვლა

დამტოვე , სანამ არ გამოვალ

პაროლი დაგავიწყდა?

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი ელექტრონულ ფოსტაზე მოვა

აღდგა პაროლი შედი აქ