გიორგი ლოგუა- ჩხოროწყუში ჩასული ახალი ენერგიით ვივსები

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩხოროწყუს არასდროს დავივიწყებ. იქ ჩემი ფესვებია და მას არასდროს დავკარგავ. თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდა ყოველთვის ჩავდივარ, რადგან ჩემი ქალაქი ყოველთვის მენატრება და იქ ჩასული ახალი ენერგიით ვივსები.

მისი როგორც მოცეკვავის კარიერა ჩხოროწყუდან იწყება. ცეკვის ხელოვნებას პირველად ანატოლ ოკუჯავასთან ეზიარა, რომელსაც ძალიან თბილად და მადლიერების გრძნობით იხსენებს.

გიორგი ლოგუა

დაბადების დრო და ადგილი : 1996 წელი, დაბა ჯვარი

მშობლები: დედა- სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული დარეჯან ჯალაღონია. მამა- ჩხოროწყუს მკვიდრი ჯუმბერი ლოგუა.

განათლება: ჩხოროწყუს აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა. 2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტში (ალასანია). სადაც გახსნა ქართულ ხალხური ცეკვის მოყვარულთა ჯგუფი და ასწავლიდა სტუდენტებს. მუშაობდა სკოლებში რეპეტიტორად. შემდეგ მობილობით გადავიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და დღეს დიპლომატიური ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

banner
https://youtu.be/h0L0shEnSrE
გიორგი ლოგუა და ანსამბლი “შარა”

ცეკვავდა ჩხოროწყუს სახელმწიფო ანსამბლში ანზორ თორდიასთან და ანატოლ ოკუჯავასთან. სადაც მაშინ მღეროდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ჯგუფი “კავკასიონი”. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო თბილისში. დღეს, ცნობილი შოუ-ჯგუფ “შარა”-ს მსახიობი მოცეკვავეა. ის პარალელურად ქორეოგრაფად მუშაობს “


“პატარებთან ურთიერთობა ყველაზე სასიამოვნო პროცესია. საერთოდ ცეკვა კი – სიცოცხლის სტიმული, როცა ვცეკვავ ყველაფერი მავიწყდება და სამყარო უკეთესი ხდება”

საიდან გაჩნდა ჯგუფი “შარა”-ს შექმნის იდეა?

ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში – “მრავაჟამიერი”. გვქონდა ჩვენი შოუ-პროგრამა. ერთი ჩვეულებრივი დღე კი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ცნობილი მუსიკოსი – ჭაბუკა ამირანაშვილი. ის დღეს ჩვენი პროდიუსერია. უღრმესი მადლობა მას, ძალიან გაგვიდგა გვერდში. ჩვენი ჯგუფი გამოაცოცხლა და წარმატება მოუტანა. მისი წყალობით გავხდით პოპულარულები. გვაქვს საკუთარი სიმღერები, რომლებზეც საავტორო უფლებები დაცულია. რაც შეეხება კონცერტებს, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე საზღარგარეთ. “შარა”-ს ჯგუფში უმეტესობა მეგრელები ვართ. ორი ჩხოროწყუელი, მე და ირაკლი ჩარგაზია, ის საუკეთესო მეგობარი და უკვე ნათესავია, მისი ბავშვის ნათლია ვარ. დანარჩენი წევრები, თბილისელები არიან და უმრავლესობა წალენჯიხიდან. ყველანი ვმეგობრობთ. არ ვართ უბრალო ჯგუფის წევრები. ჩვენ ერთი დიდი მეგობრული ოჯახი ვართ, სადაც ერთის გულის ტკივილი ყველას გულისტკივილია და ერთის სიხარული ყველას სიხარულია. ყველანი იმდენად საინტერესო ადამიანები არიან, რომ მათზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ეს კარგი ადამიანები შევიძინე. თითოეულ მათგანს შემიძლია საკუთარი სიცოცხლე ვანდო.

როგორია ჩემი სამომავლო გეგმები?

გეტყვით, რომ მალე ვაპირებ დაოჯახებას. გვერდით მყავს ადამიანი ანგელოზი -ანა ჭუნაშვილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ფასეულია. ისიც მოცეკვავეა, მაგიტრატურაზე სწავლობს, ძალიან წარმატებული სტუდენტია. ერთმანეთი ცეკვის დროს გავიცანით. მის მერე სულ გვერდში მიდგას, სტიმულს მმატებს და მაძლიერებს. მან ისეთი მიმიღო როგორც ვარ და მხოლოდ მის გამო, მინდა კიდევ უკეთესი ვიყო. ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას. ამ ყველაფრის სტიმულს ჩემი საყვარელი ადამიანი მაძლევს და ასევე დედაჩემი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. მე მყავს საუკეთესო დედა, რომელმაც ჩემი განათლებისთვის და ბედნიერებისთვია ყველაფერი გაიღო. თავისი ცხოვრება და ჯანმრთელობაც. იყო დრო, როცა არ გვილხინდა. რამდენი იწვალა, სად არ იმუშავა, რომ მის ერთადერთ შვილს არაფერი დაკლებოდა. ბევრი წვალება გამოიარა, აქამდე რომ მოვსულიყავი. ახლა, ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული სახის პრობლემები აქვს და სახლშია. მთელი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დედაჩემი გმირია! ის ჩემი წარმატების თილისმაა! მშობლები წლებია ჩემთან ერთად თბილისში ცხოვრობენ. მალე ჩხოროწყუში აპირებენ დაბრუნებას. მე ისევ დედაქალაქში ვრჩები, რადგან აქ მეტი შესაძლებლობაა წინსვლისათვის. მე კი, კიდევ მეტს მინდა მივაღწიო.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00