1K დარჩენილ მერცხალს ღამეა, სოფელს სძინავს ღრმა ძილით.მეც დავიღალე, ჩავაქრე შუქი.სარკმელს მოაწყდა ხეების ჩრდილი,ლანდებს ოთახში რაღაცა უკვირთ. რა არის მაინც? რა აკრთობთ ასესინათლე- ჩრდილის მრუმე სახეებს?იდუმალება მოლოდინს ავსებს,ტვინის ძაფს ფლეთს და ფიქრებს ახელებს. შენც აფრთხიალდი, არ დაახანე,ჭერს მიაწყდი და იწყე რიალი.ელდა დაეცა სივრცის ბაღნარებს,ჩაკვდა ღიმღამი იალ-კიალის. შემოპარულხარ ოთახში ჩუმად,სითბოს დაეძებ ნაზი, ციერი;როგორ გიშველო სასურველ სტუმარს,რით დაგეხმარო? არ ვარ ძლიერი. არ ვარ ძლიერი, ვარ მიწიერი.ამაღამ მაინც რა დამაძინებს?!შენს დარდს შევუდექ ძეხორციელი,მგონია გამსრესს მისი სიმძიმე. ტკბილი ჭიკჭიკი მთელი ზაფხულიმიტკბობდა გულს და ყრუ საღამოებს,დღიური ზრუნვის ლაფში ჩაფლულიმივაცილებდი ცხოვრებას მდორეს. მწუხრის ჟამს აქ შენს ბუდესთან შვებითვუსმენდი მადლის და მზის გალობას.კეთილის ხმობით, ეშმაკის წყევლითვიყავი, ბედმა ეს მიწყალობა… და ახლა რა ვქნა? აქ მე კი არაღმერთიც რომ იყოს, ის ვერ გიშველის.ბუნების სულში სძინავს იარას,ბედი ბნელია, დრო კი შიშველი. აწყდები კედლებს… აქ გეშინია,ცისქვეშ ყოფნას და დაკარგვას არჩევ.სარკმელს გაგიღებ ასე ჟინიანსდა შეგავედრებ სიცოცხლის გამჩენს. მშვიდობით ჩემო გულთეთრა ჩიტო,ამ უზარმაზარ სამყაროს ტრიალსძალუძს გვშვას, ძალუძს უეცრად გვიმტროს,მაგრამ შენახვა არ შეუძლია…. აპოლონ ადონია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post აპოლონ ადონია -მამა next post გელათი