1.9K მუნიციპალიტეტის პირველი ვიცე-მერი გოჩა ჩიქოვანი ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. 1) ქალაქ ჩხოროწყუს კეთილმოწყობა – 3 700 000ლარი ქალაქ ჩხოროწყუს კეთილმოწყობის მესამე ეტაპი დაიწყო . გამოცხადებულია 3 700 000ლარის ღირებულების ტენდერი კლასიფიკატორის კოდები 45260000 – გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოები; 45261210 – სახურავის გადახურვა; 45262600 – სხვადასხვა სახის სპეციალური სამშენებლო სამუშაოები. უკვე დასრულებულია ქალაქის იერსახის შეცვლის პირველი ორი ეტაპი, რომელმაც ჩხოროწყუს ელფერი მნიშვნელოვნად შეცვალა. გარემონტდა ძირითადი შენობები, გზები, ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი, მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია [aiovg_video id=316500] 2) სოფელ თაიაში წმ. გიორგის ეკლესიამდე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. 2 649 916 ლარი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რესპუბლიკური მაშტაბის კულტურის მემკვიოდრეობის ძეგლი „ ოცინდალეს კომპლექსი“ მდებარეობს საბჭოთა პერიოდიდან გზა სრულყოფილად არ გარემონტებულა და მნახველებს პრობლემების გადალახვა უწევთ. პროექტის დასრულების შემდეგ მისვლა საგრძნობლად გაადვილდება 3) სოფელ კირცხში საჯიქიოს უბანში გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით ღირებულება 3 143 745 ლარი. 4) სოფელ ლესიჭინეში სააკაციოს უბანში გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით. ღირებულება: 1 045 000 ლარი 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post next post izrune.ge ჩხოროწყუელ ანასტასია ბეშკენაძეზე გვესაუბრება