სიახლეები ჩხოროწყუში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by chkhorotskuge 12/04/2025 written by chkhorotskuge 12/04/2025 4.2K დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კომუნიკაციების კომისიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრის მთავარი თემები იყო: 📌 მედიაწიგნიერების მნიშვნელობა 📌 ინფორმაციის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა 📌 დეზინფორმაციის ტექნიკები და პროპაგანდის ფორმები 📌 კონსპირაციული თეორიების ამოცნობა 📌 ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეთა ინფორმირება და მათი ციფრული უნარების გაძლიერება თანამედროვე გამოწვევების პირობებში. 📍 პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუში უკვე განხორციელდა: ➡️ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ჩხოროწყუს სამიზნე დასახლებებში მცხოვრები მეწარმე ქალების ჯგუფებთან.➡️ პროგრამის მიზანია მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის გაზრდა და მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია. 🌐 პროექტის შესახებ: „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს Log-in Georgia პროექტის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებასა და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. Log-in Georgia ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით. ჩხოროწყუს მერიაციფრული მხარდაჭერის პროგრამა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ბებოს დღიური next post გიორგი ჯიქია:„ყველაფერი პატარა იდეით და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ☀️“ You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026