ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი “ჯორჯია” 26 წლისაა

განათავსეთ რეკლამა

ჩხოროწყუში უკვე 26 წელია კარატის ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთაც ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე, საქართველოს  საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე აღიარებული გერონტი  მამფორია  ხელმძღვანელობს.



1 1

 

გერონტი მამფორია მეშვიდე დანის მინიჭების დროს

მიუხედავად რთული პირობებისა, ბატონმა გერონტიმ და მისმა შეგირდებმა უკან არ დაიხიეს და ჩხოროწყუს  რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ყავს.

IMG 20210628 162100
ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი "ჯორჯია" 26 წლისაა —

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას სტუმრობა და მასტერკლასი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის  უმნიშვნელოვანესი მოვლენაა .  სენსეიმ  მათ აუხსნა ბრძოლის ტექნიკის ნიუანსები, გამარჯვებისთვის აუცილებელი წინაპირობები,  ჯანსაღი კვების სავალდებულო ხასიათი, მედიტაციის როლი კარატეში.

IMG 20210628 162301
ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი "ჯორჯია" 26 წლისაა —

 საქართველოში კარატეს ტრადიციები ძალიან დიდია. ცნობილი ფილმის „ლედი კარატეს  მოგზაურობის“ არალიცენზირებული ჩვენების შემდეგ  ქვეყანაში  ნამდვილი ბუმი იყო. სამწუხაროდ ბოლშევიკურმა რეჟიმმა რამდენიმე წლით აკრძალა კარატე,თუმცა  ფარულად მაინც არსებობდა წრეები, პოპულარული გახლდათ ფილმები კარატისტთა მონაწილეობით

IMG 20210628 170738
ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი "ჯორჯია" 26 წლისაა —

საქართველოში კარატეს რამდენიმე მიმართულება პოპულარული. შოტოკან კარატე დო გამორჩეულად პოპულარულია. კახა ბასილიას დიდი დამსახურებით კარატე მასობრივი სპორტია . ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე საგზურიც კი მოიპოვა , რაც დიდი კონკურენციის პირობებში დიდი შედეგია.

IMG 20210628 170941
ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი "ჯორჯია" 26 წლისაა —

კარატე არა მარტო სპორტია, ისაა  სულის და ხორცის ჰარმონიული განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება. ჩხოროწყუში ასზე მეტი მოქმედი კარატისტია , რაც პატარა მუნიციპალიტეტისთვის ურიგო რაოდენობა არაა.

IMG 20210628 173132
ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი "ჯორჯია" 26 წლისაა —

ემოციური იყო გერონტი მამფორიასათვის  მეშვიდე დანის მინიჭება.  სულ კარატეში 10 დანია. მეშვიდე დიდი დამსახურებისთვის ენიჭებათ და მხოლოდ ერთეულებს აქვთ ეს აღიარება.

 ჩხოროწყუელ ახალგაზრდა სპორტსმენებს ცოტნე სორდიას და ბაჩო ჯალაღონიას  უმაღლესი  ხარისხის, შავი  ქამრის ტარების უფლება მიეცათ. ბატონმა კახა ბასილიამ  თვითონ ჩაიბარა  გამოცდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

IMG 20210628 173018

 

ცოტნე სორდია

დასარულს სტუმრებმა  და მონაწილეებმა  ტორტი დაჭრეს.  პანდემიის გამო 25 წლის იუბილე შარშან ვერ გადაიხადეს, ერთი წლის დაგვიანებით სპორტის დღესასწაული მაინც შედგა.

სიახლეს ვიდეოვერსია



 

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00