ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

განათავსეთ რეკლამა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გამართეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს და სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და ასოციაცია ,,ბილიკის“ დირექტორი ხათუნა მიქავა.

აღსანიშნავია, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ფერმერთა მხარდაჭერა და ამის შესახებ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მიტანა ქმნის ეფექტიან საშუალებას, გავაძლიეროთ ჩვენი ფერმერები, რათა შექმნან კიდევ მეტი ეკონომიკური სარგებელი და დოვლათი როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისათვის“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. UNDP-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ აგროტურიზმის საკითხებზე ფერმერი ქალებისთვის ჩატარდება ტრენინგი, რომელსაც გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გასცემენ კონსულტაციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ტრენინგი ფერმერ ქალებს შესძენს მეტ ცოდნასა და უნარებს საგრანტო კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაიმართა

  • 121041832 4211501688866752 4413040884095228463 o
  • 121027128 4211499732200281 7350480072297823313 o
  • 121024510 4211499735533614 2939343922062837918 o
  • 121009247 4211499692200285 4564810385929682704 o
  • 120960563 4211499502200304 2882805733212482313 o
  • 121009170 4211499512200303 4446023418616929057 o

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00