ს მუხური (სამეგრელო). გაუტეხი ტყის ყიდვა. 1899 წელი

by chkhorotskuge
0 comments

ეს სოფელი მდებარეობს ზუგდიდიდან 40 ვერსის მანძილზე. ამ სოფელშია პატარა დაბა ნაცხაა“, 40 დუქანია, საგლეხი სასამართლო. აფთიაქი, ფერშალი, სამინისტრო და სამრევლო სკოლები. ეს სოფელი დაჩაა, ჰაერი, ძვირფასია, მოსავალი კარგი მოდის და კარგი ადესის ღვინო.

 მუხურს დასავლეთით ჩამოუდის მდ. ხობის წყალი, რომელზედაც არის ძველი დროიდან ქვის ხიდი, ეხლა განახლებას შეუდგნენ და მალე ურმები და ცხენოსნებიც ივლიან. 

ამ საზოგადოებაში 12 ვერსის მანძილზე არის შესანიშნავი მთელს სამეგრელოში ტყე „ლუგელა“, რომელიც  არის 25 ვერსტზე მეტი,

მუხური 1910 წელს ( არ ასახავს გაზეთში გამოქვეყნებულ ცნობას

ეს ტყე ეკუთვნის დადიანებს 5 მონაწილეს, აფაქიძეების 1 მონაწილეს და ჩარკვიანების  მონაწილეს. ამათ 20 წელზე მეტია, რაც ამ ტყის გაყიდვა უნდოდათ,  მაგრამ მყიდველი დღემდე ვერ უშოვნიათ. დღეს კი ბედმა  გაუღიმა, როგორც ამათ ისე  მაზრის მცხოვრებლებს — მუშა ხალხს. პატრონებს აღმოუჩენიათ მუშტრები კიევის მილიონერები: ფრანგი, რუსი და ებრაელი (პირველს ჰქონია 3,000000, მეორეს 1,600000 და მესამეს- 1,000000 მანათი).

ორი ამათგანი ჩამოსულან წარსულ კვირეში, უნახავთ ტყე, დიდათ მოსწონებიათ  და უთქვამთ ეს ერთ მილიონზე  მეტი ღირსო და თქვენ კავკასიელნი მართალი ხალხნი ყოფილხართო (მათ ჰქონიათ პირობა პატრონებთან 1,000,000 მ. მარტო ტყისათვის ე. ი. უმიწოდ) მათ უნახიათ იქ ქვები და წყლები და წაუღიათ კიევში. შემდგომ შეუძლიათ თითო დესეტინა მიწაზე 50 მან (ეს ტყე მთაზე სახნავათ ვარგა) მაგრამ ამაზე  არ დასთანხმებიან პატრონები. მათ უთქვამს (მილიონერებს ) ხეებს წავიღებთ- ხობის წყლით ანუ რომი ყუ, რომელიც უფრი იაფად გვიჯდება იმითიო. თუ ხობისწყლით წავიღეთო, მაშინ მაშინ სენაკიდან  გავიყვანოთო ლიანდაგი (სენაკიდან არის 45) 

მუშა ხალხი არიან სამეგრელოშიო იმუშავონ და ფულები მოიგონო.  მუშაობა დაიწყება მალე,  გაგრძელდება 15 წელი. ამის ბედს ძვირათ მოესწრება ჩვენი ხალხი და თუ უნდათ წინ წაწევა ყაირათად ხელი მოკიდონ, ქურდობას სჯობია, მილიონერები დიდის პატივით მიუღიათ  სხვა სოფლებშიც

დიდათ კმაყოფილნი წასულან  შინ და უთქვამთ ჩვენიანებში „კავკასიელებზე ცუდი ხმა არისო , ძაღლისავით კლავენო, მაგ ტყუილი ყოფილაო”დალახროს ღმერთმან ვინც მტრის თვალით ეპყრობა ჩვენს მხარეს! მათ ეყოლებათ თავისი ადმინისტრაცია, ხოლო ხალხი ჩვენი იქნება

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia