2 ათეული წლების მოლოდინის შემდეგ, ოცინდალეს მონასტრამდე მისასვლელი გზა შემოწმდა და გადაადგილება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩხოროწყუს მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო იზორიამ ადგილზე დაათვალიერეს გზა, სადაც გიორგობისთვის ყველაფერი მზადაა. ხვალ პირველი გიორგობაა, როდესაც მომლოცველებსა და სტუმრებს აქამდე დამქანცველი გზის მარტივად გავლა შეეძლებათ. გიორგობა ოცინდალეში ჩვენი კუთხის ერთ-ერთი გამორჩეული, ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც მრევლი და სტუმრები ყოველთვის განსაკუთრებული, საზეიმო განწყობით ხვდებიან. გილოცავთ მოახლოებულ გიორგობას და მშვიდობიან, მსუბუქ მგზავრობას გისურვებთ! 🙏⛪✨ #ჩხოროწყუ #ოცინდალე #გიორგობა #სამეგრელო გიორგობაოცინდალე 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post სოფელ ზუმის ისტორია, ძველი ტაძრები და გადმოცემები — ინტერვიუ ლალი ნარმანიასთან