CHKHOROTSKU.GE

ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე)

ავტორი chkhorotskuge
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

ოცინდალეს კომპლექსი ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას ზედა, ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული.,

ის  მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ    და     დასავლეთ    სამეგრელოს    გადაჰყურებს.    მასზე    ისტორიულ წყაროებში  ცნობები  ცოტაა,  თუმცა  ვფიქრობთ,  ძეგლი  XII-XIII  საუკუნეების  უნდა  იყოს.
დავით ჭითანავა

.

სახელწოდებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს, უფრო მეტად ცნობილია, როგორც ოცინდალე, რასაც მეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება.

აქ მოსახვედრად საჭიროა სოფელ თაიას ცენტრთან აღმართს აყვეთ ან მთის ბილიკით ფეხით ასვლას შეეცადოთ, რაც წვიმიან ამინდში რეკომენდირებული არაა. ამ ციცაბო მონაკვეთის გავლით ოცინდალესთან ფეხით მოხვედრა უფრო ახლოა და მოსახლეობა გიორგობის დროს სარგებლობს.

მანქანის გზა ღრუბლიან ან ნალექიან ამინდში სახიფათოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. სასურველია მაღალი გამავლობის მანქანებით ისარგებლოთ.

გთავაზობთ რამდენიმე ნაშრომიდან ციტატებს. სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ შეიძინოთ ავტორთა ნაშრომები

კომპლექსის შესახებ წყაროები ბევრი არ მოგვეპოვება. დიდი მნიშვნელობა ქონდა სამსონ თოდუას პუბლიკაციას გაზეთ “მწყემსში” რომელსაც აქვე გთავაზობთ.

მოცემულია მეცნიერების დავით ჭითანავას და თამაზ ბერიძეს ინფორმაციებიც. ქვემოთ კი შეგიძლიათ გაეცნოთ იგორ ფიჩხაიას პოზიციას

სოფ. ოცინდალის წმ. გიორგის ეკკლესია და მისი ისტორიული ნაშთები.

ზუგდიდის მაზრიდგან სამხრეთისკენ, ერთ მაღალ გორაზედ მდებარეობს სოფელი ოცინდალე, რომელიც შემკობილია მშვენიერი ჰავით, ტყეებით და საზოგადოდ ყოველ გვარი მცენარეულობით. ამ სოფელში მარილისა და ქვა-გუნდის მადნებიც აღმოჩნდა ბოლო დროს. აქ ცხოვრობს ოცი კომლი გლეხი. სოფლის ერთ ტყიან გორაკზე არის აღშენებული ერთი მშვენიერი ტაძარი. გასაკვირია, რომ ამისთანა მშვენიერი გეგმის ეკლესია აღუშენებიათ ამისთანა მიუვალ ადგილას. ტაძარი უნდა იყოს აღშენებული იმ დროს, როცა საქართველოს მოსვენებას არ აძლევდნენ თათრები და სხვა მტერნი, რომელნიც მეცადინეობდნენ საქართველოში ქრისტიანობის მოსპობას.

ამ შიშიანობის დროს ჩვენი წინაპარნი ეკკლესიებს უმეტესად მიუვალ ტყეებშიდ აღშენებდნენ. ამ ეკლესიის ეზოში მე ვნახე ერთი ქვა, რომელზეც შემდეგი წარწერა არის: ,,ეკლესია ესე განვაახლე მე ღვთისმოსავმა თამარ-დედოფალმა“. სხვა წარწერა წაშლილია. ამ წარწერისაგან სჩანს, რომ ეს ეკკლესია განუახლებია თამარ -დედოფალს. ეკკლესიის გეგმა მეტად დიდი ყოფილა: ბალავერი თითქმის ერთი ქცევის ოდენ ადგილზე იქმნება ჩაყრილი, მაგრამ შემდეგ გეგმა შეუცვლიათ და ხსენებული ტაძარი აუშენებიათ უწინდელ გაკეთებულ ბალავარის შუა.

ეკკლესია არის ნაშენი წმინდა თლილი ქვით, სიგრძე აქვს 24 ადლი, სიგანე 15 და სიმაღლე 18 ადლი. ტაძრის თაღი ქვით არის შეკრული. შიგნით ეკკლესიის კედლები მთლად დახატულნი არიან. ტაძარს დასავლეთის მხრით მიშენებული აქვს საქალებო, რომელიც იყოფება ტაძრისაგან ქვითკირის კედლით. საქალებო ცემენტით არის მთლად ნაშენი; საქალებოს ქვეშ გაკეთებულია სასაფლაო (აკლდამა).
ამ ტაძარში ბევრი შესანიშნავი ნივთები ყიფილა უწინ და ზოგნი დღესაც არიან. აქ ყოფილა უწინ, სხვათა შორის, ერთი დიდი სპილენძის სასანთლე. ეს სასანთლე უნახავს თუ არა მეგრელიის უწინდელს ეპისკოპოსს, განსვენებულს ანტონის, მაშინათვე უბრძანებია ამ სასანთლის დაშლა, რადგან ეს სასანთლე ყოვლად სამღვდელოს სიტყვით კერპთ-თაყვანის მცემლობის დროისა ყოფილა. ტაძარში არის წმ. გიორგის ერთი ხატი, სრულის ტანისა; ხატი არის გაკეთებული ვერცხლისაგან და მოოქვრილია. ხატში ჩაჯენილია თორმეტი სხვა-და-სხვა ძვირფასი თვლები; ტაძარში არის ვერცხლის ერთი დიდი ჯვარი, რომელსაც წინა პირი ოქროსი აქვს და შემკობილია ძვირფასი ალმასის თვლებითა. ეკკლესიაში არის თვრამეტი ოქრო, ზოგი თეთრი აბაზიანის ოდენა და ზოგი მეტი; აქვე ჰყრია ურიცხვი მშვილდ-ისრები.
ამ ეკკლესიაზედ დიდ-ძალი ხალხი დადის სხვადა.სხვა სოფლებიდამ სალოცავად და თან ბევრ შესაწირავსაც სწირავენ ეკკლესიას. რადგან ეს ტაძარი აღშენებულია, ძალიან მაღალ სერზე, რომელზე ასვლა ძალიან უძნელდებათ მლოცველებს, ამიტომ ადგილობითმა ბლაღოჩინმა ანჯაფარიძემ, თანახმად უწმინდესი სინოდის განჩინებისა, ამ ეკკლესიის წმ. გიორგი ხატი ჩამოასვენა ს. თაიას ორ შტატოვან წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც ხალხი დღეს ბლომად დაიარება ამ ხატის თაყვანის საცემად.
ოცინდალეს ეკკლესიის ეზოში არის აღშენებული ერთი დიდი კოშკი, რომელშიაც ბლომად ჰყრია კაცის ძვლები. კოშკის თავზე დღესაც ხარობს ერთი დიდი ხე, რომელიც ალბათ კოშკის აღშენების შემდეგ ამოსულა მასზე. ამ ტაძარს ბევრი ადგილ-მამულები ჰქონდა უწინდელ დროში, მაგრამ დღეს ზოგიერთი თავადებისა და აზნაურების მძლავრობით ეკლესიას მხოლოდ ათი ქცევა ადგილი თუ ექნება, თორემ დანაშთენი მამულები ეკკლესიისათის სრულებით ჩამოურთმევიათ. დღეს ეს ეკკლესია, რომელიც ძველ დროში ნავთ-საყუდელი იყო სამეგრელოს ეკკლესიების ძვირფასი ნივთებისა ( 1856 წელში სამეგრელოის ყველა ეკკლესიების ძვირფასი ხატები ამ ეკკლესიაში იყო შემონახული), მიყრუებული და მოკლებულია ჯეროვან ყურადღების მიქცევას.
სასურველია, ამ ადგილას აშენდეს უდაბნო, სადაც რამდენიმე ძმათა შეეძლოთ ცხოვრება. ბერებს, ჩემის აზრით, დიდი ზედ გავლენა ექნებათ ახლო-მახლო მცხოვრებლების სარწმუნოებაზე და ზნე-ჩვეულებაზე.

სამსონ თოდუა
ქართული სასულიერო ჟურნალი ,,მწყემსი“
(N 20, 1887, 15 სექტემბერი, გვ. 7-8)
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო -შემოქმედებითი ჟურნალი ,,მოამბე” 2013 წელი,№ 2, გვერდი 9-10

სოფელ  თაიას  ჩრდილოეთით  ოცინდალეს  მაღალ  მთაზე,  ლეთოდუეს  უბანში  (დღეს აქ  მოსახლეობა  არ 

არის),  დგას  წმ.  გიორგის  სახელობის  ძველი  ეკლესია.

 ის  მთელს სამხრე-აღმოსავლეთ    და     დასავლეთ    სამეგრელოს    გადაჰყურებს.    მასზე    ისტორიულ წყაროებში  ცნობები  ცოტაა,  თუმცა  ვფიქრობთ,  ძეგლი  XII-XIII  საუკუნეების  უნდა  იყოს.

არქიტექტურულად  ის  1992  წელს  ამ  სახით  არის  აღწერილი:  ჩხოროწყუს  რაიონი, სოფ.   თაია,  

მიდამოები   მაღალ   მთაზე;   ეკლესია   `ოცინდალე~.   XIV   საუკუნე   (ჩვენ   ამ თარიღს   ვერ  

გავიზიარებთ   – დ.   ჭ.);   ტიპი   _   საკულტო;   ეკლესია   დგას   მაღალი   მთის კორტოხზე,   თავისი  მდებარეობით   ძეგლი   გზიდანვე   იპყრობს   ყურადღებას;   ეკლესია დარბაზული  ტიპის  ნაგებობაა, 

დასავლეთის  კარიბჭით  და  ჩრდილოეთის  მინაშენით.  იგი ნაგებია   კირქვით   და   მოპირკეთებულია    კარგად   თლილი   შირიმის   კვადრებით;   გეგმით წაგრძელებულ  სწორკუთხედს  წარმოადგენს,  აღმოსავლეთით  ნახევარწრიული  აბსიდით, რომლის  ცენტრში  გაჭრილია  სარკმელი.  სარკმლის  გვერდებზე  თითო  სწორკუთხა  ნიშია მოწყობილი;   ეკლესიას   სამი   კარი   აქვს  :  სამხრეთის,   დასავლეთის   და   ჩრდილოეთის ინტერიერში   გრძივი   კედლები   პილასტრების   საშუალებით   სამ   ნაწილად   იყოფა.   ისე, როგორც    კედლის    თაღები,    კამარის    საბჯენი    თაღებიც    პილასტრების    იმპოსტებზეა დაყრდნობილი.   

პილასტრები    ერთსაფეხურიანია,    იმ პოსტებს    სადა    პროფილირებული ფორმა    აქვს.    ეკლესია     ნათდება    ოთხი    სარკმლით    _    ერთი    აღმოსავლეთით,    ორი სამხრეთით   და   ერთი   დასავლეთით.   ინტერიერი   თავის   დროზე   მოხატული   ყოფილა, რაზეც  დასავლეთით  და  ჩრდილოეთით  ნაგებია  უხეშად  დამუშავებული  კირქვით,  ხოლო საკურთხეველი  შირიმის   და  კირქვის   თლილი   ქვით.  

ეკლესიის  აღმოსავლეთის  ფასადი შემკულია  სამი  ლილვიანი  თაღის  საშუალებით.  ცენტრალური  თაღი   გვერდის  თაღებზე მაღალია.    აქ    მოთავსებულია    სარკმელი.    ამ    ფასადთან    ცოკოლი    ორსაფეხურიანია. სამხრეთის      ფასადის      შემკულობას      წარმოადგენს      ორიარუსიანი     

სამთაღოვანი კომპოზიცია,   რომელიც   ფასადის   შუა   ღერძიდან   დასავლეთისკენაა   გადაწეული.   იმის  გამო,    რომ    მის    შუა    თაღში    შესასვლელია    მოქცეული,    თაღების    არეები    კედლის  სიბრტყიდან   შეწეულნი   არიან   და   საფასადო   სიბრტყეზე   ქმნიან   ერთგვარ   დეკორს; დასავლეთის    ფასადზე,   სარკმელს   გარს   უვლის   ორმაგი   მოჩუქურთმებული   ლილვი. დასავლეთის   კარიბჭე    გეგმაში   წარმოადგენს   სწორკუთხედს,   რომლის   სამხრეთ   და ჩრდილოეთ  კედლებში  მოწყობილია   თაღოვანი  ნიშები.  გადახურვა  ვარსკვლავისებურია; ჩრდილოეთის     ფასადი     სხვებთან     შედარებით   სადაა.     ფასადის     ზედა     ნაწილი მოპირკეთებულია  შირიმის  ქვით,  ხოლო  დანარჩენ  ნაწილებში  გვხვდება  შერეული  წყობა. ეს  გამოწვეულია  იმით,  რომ  ფასადის  ამ  ნაწილს  ფარავდა  ჩრდილოეთის  მინაშენი.  ამავე ფასადს  მიწის  დონიდან  1/3-ზე  გასდევს  თარო,  რომელსაც  როგორც  ჩანს  ჩრდილოეთის  მინაშენის     გადახურვის     კამარა     ეყრდნობოდა.     თაროს     ქვემოთ     გაჭრილია     კარი;

ჩრდილოეთის   მინაშენი   ეკლესიაზე   რამდენადმე   მოკლეა.   იგი   გეგმაში   წარმოადგენს წაგრძელებულ   სწორკუთხედს,   აღმოსავლეთით   ნახევარწრიული   აბსიდით,   რომელშიაც გაჭრილია    სარკმელი.   

მინაშენი    შესასვლელი    დასავლეთიდანაა.    მინაშენი    ნაგებია უხეშად  დამუშავებული  კირქვით; 

ეკლესიიდან  სამხრეთ-დასავლეთით  10-15  მეტრში  დგას კოშკი.  აქვე  შემორჩენილია  ნაგებობის  ნაშთი~.

1991  წ.  21  თებერვალი,  ხელოვნებათმცოდნე  მ.  აბაშიძე.

საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის ქვეყანაა. წინაპართა მიერ აგებული ხელოვნების ძეგლები მრავლად  მოიპოვება მის ტერიტორიაზე და ისინი მნახველს ქართველი ხალხის გმირულ თავგადასავალს მოუთხრობენ

 ამ ძეგლთა უმეტესი ნაწილი შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია. ზოგიერთი მათგანი კი ერთგვარად „დაჩაგრულა“, მათ მეცნიერული შესწავლა და მოვლა-პატრონობა აკლიათ. ამგვარ მდგომარეობაშია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია.

 ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია დგას ჩხოროწყუს რაიონში, სამეგრელოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ ოცინდალეში.

იგი აგებულია მაღალ ადგილას და საკმაოდ დაშორებული სოფლებიდანაც მოჩანს.

 ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას.

 ზომები ასეთია: სიმაღლე-  3 მ, სიგრძე —10 მ. სიგანე 5 მ ეკლესიას ეტყობა შემდეგი მინაშენების კვალი. იგი მოპირკეთებულია ტუფის ქვით ოცინდალეს წმიდა გიორგი ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. უკანასკნელი მინაშენში გადის.

 აქვს ოთხი სარკმელი; ერთი აღმოსავლეთის, ორი სამხრეთის და ერთიც დასავლეთის მხრიდან, რომელიც ლამაზი ორნამენტებით არის შემკული. ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია არცერთ ძველ წყაროსა თუ საბუთში მოხსენიებული არ არის. არ იხსენიებენ მას არც სამეგრელოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურები. თუმცა, არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ სამეგრელოს რუკაზე, სოფელ მუხურის გვერდით, ეკლესია არის აღნიშნული.

 აქ ოცინდალეს ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს: მუხურში არ არის ძველი ეკლესია, ხოლო ოცინდალეს ეკლესია მისგან ორი კილომეტრით თუ იქნება დაშორებული. ამასვე გულისხმობდა ალბათ ივ. ჯავახიშვილი, როცა მის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზე მუხურთან ეკლესიას აღნიშნავს. რაიმე მეცნიერული გამოკვლევა ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიაზე არ გამოქვეყნებულა.

კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს გამოქვეყვეყნებულ წიგნში „საქართველოს კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე“. ეს ძეგლი დათარიღებულია მე-14 საუკუნით. ეკლესია მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დათარიღებული იყო მე-14-15 საუკუნეებით . უკანასკნელ წლებში ეს ფრესკები ჩამოირეცხა და ახლა მათი კვალი  თუ შეინიშნება.

ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველის გატარებული აქვს, როგორც ოწინდალე. ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება არ არის სწორი და გაუგებრობითაა წარმოშობილი.

უპირველეს ყოვლისა, იმ სოფელს, სადაც ეს ეკლესია დგას, ოცინდალე ეწოდება. ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა ამ ეკლესიას ყველგან ოცინდალეს უწოდებს.

ასევე  მოიხსენიებს  ამ ეკლესიას მღვდელი თოდუა, რომელმაც 1887 წელს,  გაზეთ „მწყემსში“ მასზე წერილი მოათავსა.

არსებობს რამდენიმე გადმოცემა, რომელიც ამ სახელის  ახსნის ცდას წარმოადგენს.

პირველი ვერსიის თანახმად, ჯერა ეკლესიამ თავისი სახელი ცირდავების გვარისგან მიიღო. ოცირდავე-იერდალი

 უფრო საინტერესოა მეორე ვერსია ყოველ 20 ნოემბერს უგ ოცინდალეს ეკლესიის ეზოში იმართებოდა დღეობა. ეს დღეობა ახლაც იმართება, მაგრამ რადგანაც იცინდალეს ეკლესია  მაღალ მთაზე დგას, ამიტომ დღეობა მთის ძირში, თაიაში იმართება.

ამჟამად უს დღეობა ვაჭრობისათვისაც  გამოიყენება.  ახლაც შეიძლება. მის დროს სვანური ქუდებისა და და ნაბდების ყიდვა. დღეობაზე თავს იყრიდა დიდძალი ხალხი. ძველად ამ დროს ხდებოდა დასაქორწინებელი ქალ-ვაჟის   ურთიერთგაცნობა, ახალგაზრდა გოგოების დანიშვნა.

აქ გაცნობით, გათხოვილი ქალი ვალდებული იყო დღეობაზე მოსულიყო, საწირავი მოიტანა და თავისი ქმარის წამოეყვანა თან.

ამიტომ დღეობა ერთგვარად სიძეების შეკრებად იქცა . აქედან მიიღო ეკლესიამაც თავისი სახელიც

მეგრულად სინჯა, ზოგიერთ ვარიანტში სინდა

თვით ეს დღეობა მეტად საინტერესო ფაქტია თავისთავად ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება ეკლესიის სახელის ამგვარი ახსნა სინამდვილეს, მაგრამ ერთი ფაქტია — ეკლესიას ოცინდალე ქვია და არა ოწინდალე, და ის მხოლოდ ამ სახელით უნდა მოიხსენიებოდეს.

ეკლესიის ეზოში წარწერიანი ქვა იყო  ზემოთ მოხსენიებული მღვდელი თოდუა მას ასე კითხულობს: „ეკლესია განჯა- ახლე შე ღვთის მოსავმა თამარმა დედოფალმა“. საეჭვოა ამგვარი შინაარსის ყოფილიყო, მაგრამ ეს ქვა ამჟამად დაკარგულია და ვერაფერს ვიტყვით

 ოცინდალეს წმიდა გიორგის უკლესიაში თავის დროზე ძვირფასი ნივთები და სატი იყო. ეს ხატი შემდეგში სოფელ თაიას ეკლესიაში ჩაიტანეს. ყველა ნივთი ამჟამად დაკარგუულა და მათი მხატვრული თუ ისტორიული ღირსებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის კარები. ეს ქართული ხელოვნუბის მეტად საინტერესო ძეგლია. ნიკო ჩუბინაშვილს ეს კარები დათარიღებული აქვს მე-2 საუკუნით ეტყობა იგი ოცინდალეში სხვა ეკლესიიდან მოხვდა. ამ მხრივ საინტერესოა ის, რომ ოცინდალეს ეკლესიის მეზობელ სერს ნაოხვამუ-ნაუკლესიარი ეწოდება. ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის გვერდით დგას კოშკი. კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა. სამმართველოს თავის ზემოთ მოხსენიებულ წიგნში ვს ძეგლი დათარიღებული აქვს. შე-14-15 საუკუნეებით. კოშკის შიგნით ძველად მრავლად ეყარა და ნაწილობრივ ახლაც ყრია ადაშიანის ძვლები. ადგილობრივი მოსახლეობა ძვლის წარმოშობის შემდეგნაირად ხსნის.

ძველად ახლომახლო სოფლებს მიცვალებული აუცილებლად ოცინდალეს ეკღესიის ეზოში უნდა დაემარხათ, ეზო პატარაა და ამიტომ ხბირად საფლავის დროს ადამიანის ძვლები ამოდიოდა, რომელსაც კოშკში ყრიდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელახლა დაუმარხავთ

ამ კოშკს, როგორც ჩანა, ძირითადად ოცინდალეს ეკლესიის დაცვის ფუნქცია პქონდა დაკისრებული, რადგან მუდმივი არეულობის დროს, რაც ასე ხშირი იყო გვიანი შუა საუკუნეების სამეგრელოში, სამეგრელოს ეკლესიების  ძვირფასეულობის ნაწილი იქ ინახებოდა.

უკანასკნელად, ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოში თურქთა ჯარი შემოიჭრა, სამეგრელოს ეკლესიების მთელი განძეულობა ოცინდალეს ეკლესიაში ინახებოდა

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია ქართული კულტურის საინტერესო ძეგლია. მას მოვლა-პატრონობა ესაჭიროება.

ო ც ი ნ დ ა ლ ე, ისინდალე (საკატო, სასიძო), მთა და სოფელი მთაში,

1, „ისე მიუვალი და მაღალი ადგილი იყო, რომ ხალხი იტყოდა, ცინდალს ვეკაართენია, — კატის კნუტი ეერ ავაო.

 ამიტომ ოცინდალე — საკატის კნუტო დაერქვა“.

2. „ოსინდალე. ჩვენი ძველები გადმოგვცემენ, რომ ჯანსალი, მიუდგომი და მდიდარი. სოფელი ყოფილა, ძველად აქ 100—150 კომლი თოდუები და სხვა გვარის ხალხი სახლებულა, დღეს მხოლოდ 5 კომლი დარჩა მარტო. მაშინ კი ამ სოფელში ახალგაზრდობის ტევა არ იყო. აქ სულ ვაჟები, ვაჟკაცები იბადებოდნენ. სასიძო ადგილი იყო. მეზობელი სოფლებიდან აქ მოჰყავდათ რძლები, აქაური სიძეები, თავისი ვაჟკაცობით, კარგი ფიზიკური აღნაგობით, სიმდიდრით აფხაზეთშიც კი ყოფილან განთქმული.

ამიტომ ამ სავაჟკაცო ადგილს სასიძოს — ოსინდალეს “ (მ. თოდუა). ეძახდა ხალხი, ოცინდალე მხოლოდ გვიან და დაცინვით გამონათქვამია.

 ოცინდალე განთქმულია მევენახეობით. დღესაც შემორჩენილია შონურის, ჭვიტილურის, პანეშის, ჩერგვალის მაღლარი, სოფლის მრავალ ადგილას წმინდა და უხვი წყაროს თვალი ამოდის. სოფლის ირგვლივ, მთის ფერდობებზე გაშლილი ველიანები საუკეთესო საძოვრებია. ამიტომ აქ ოჯახებს მრავლად ჰყავდათ ცხვრის ფარა არის შეგრული უდუმო შავი ცხვარი, ამასთან, დუმიანი თეთრი, ქართული ცხვარიც.

სოფელი ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს, იგი მდიდარია ვაშლის, მსხლისა და სხვა ხილის იშვიაათი კორომებით. ყოველ ოჯახს წინათ 50—100 ბუკი სკა ჰყავდა. ამდენად თაფლით და ცვილით იგი მთელს გარშემო მდებარე სოფლებს ამარაგებდა. აქ დღესაც ხდიან თაფლის არაყს, რომელიც არაყთა შორის ყველაზე მაღალი ხარისხისაა, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოსია. აქ დღემდე არის კოლხური რუხი ფუტკარი, რომლის ბაზაზე შემდეგ კოლხური ფუტკრის — მუხურის საჯიშე შეიქმნა, როგორც ბელგიელი პროფესორი მ. გერიო წერს: „კოლ-ხური ფუტკარი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასია“. ოსინდალე ისტორიულადაც ძალიან მდიდარი და თვალსაჩინო ადგილია. სოფელში ნაჭკადურის მიდამოებში. ანტიკური ხანის საცხოვ- რისის საინტერესო დანეშრეების მდიდარი კულტურული ფენა ვიპოვეთ.

 3. „გადმოცემით ოსინდალეს ეკლესია სპეციალურად ჯვრის წერისათვის იყო აშენებული, რომ აქ ჯვარისწერის შემდეგ სიძე ვალდებული იყო ერთ კვირას გაჩერებულიყო ეკლესიაში. შემდეგ ბარში წასულიყო. ამიტომაა იგი სასიძო ოსინდალე. აქ უხსოვარ დროში. მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოსახულება მდგარა, რომელზედაც ეწინდებოდა პატარძალი, რის შემდეგაც ქორწინება კანონიერად ითვლებოდა. ამიტომ ადგილს ოწინდაი (დასაწინდი). შემდეგ იგი ოცინდალეთი გადაკეთდაო, გვიამბობს სხვა გადმოცემა, ოსინდალეს კი მოავალი ვარიანტი ალისი რებს, რადგინ აქ მინდა-სინჯა სიძე რჩებოდა ერთი კვირას“  ( გ.ხუხუნი

4. „გამიგონია, რომ მას ოწინდანესაც ეძახოდნენ. ისეთი ყოველმხრივ დაცული და პატიოსანი ადგილი ყოფილა ეს სოფელი, თანაც ეკლესიაც იმდენად სახელგანთქმული და მშვენიერი ყოფილა, რომ აქ წმინდანებიც კი ცხოვრობდნენ. მათს ნარჩევ საცხოვრისს შეადგენდა იგი. ამიტომ ხალხს ო წ ი ნ დ ა ნ ე, ე. ი. საწმინდანე ადგილი შეურქმევიათ. ოსინდალეს. ჯიხა. თამარის დროისაა,

თამარს როცა ამ კუთხეში უმოგზაურია, იმ ჯიხაში ჰქონია ბინა. ეკლესიაც იმ სულკურთხეულის აშენებულიაო, – მიამბობდა ბაბუა (თეკლე ნაროუშვილი, 99 წლისა).

5. „გამიგონია, რომ აქ სულ ნარჩევი ვაჟკაცები იბადებოდნენ ხოლმე. ოჯახში ძეობა მეტი იყო, ვიდრე ასულობა. ქალიშვილები სინაკლების გამო, აქაურ ქალიშვილებს იქით არ უშვებდნენ, ხოლო აქაურ ნარჩევ სიძეებს (სინდა-სიძე) სხვა სოფლებიდან აქ მოჰყავს დათ ქალიშვილები. აქაური ვაჟკაცები ძაან მამაცები ყოფილან. ომშიც, ბურთაობაშიც, ცეკვა-თამაშშიც და სიმღერებშიაც ბადალი არ ჰყოლიათ. ჩემი ქმარის ბაბუამ იცოდა: „არწივის მართვესავით ბიჭები იბადება ამ დალოცვილ ოსინდალეშიო“

 სოფლის ერთ უბანს დღეს ოსინდალეს ეძახიან. ეკლესია წმინდა გიორგის ხატის სასვენი იყო, ძლიერ წმინდა და საღვთო ადგილი ყოფილა ეკლესიის მიდამოები. გამიგონია, აქ ძალიან ძველი დროიდან ყოფილა ხვამა მღვდელები …თოდუები იყვნენ.

ეკლესიის ეზოში ჯიხა რომაა, ძველთა ძველი ეკლესია ყოფილა. ეკლესიის პირდაპირ კვირკვალი რომა მას ხალხი ჯვეშ ნაოხვამუს ეძახის. თუმცა აქ, ხვამას არავინ მოსწრებია.

 ჩვენს სოფელში დიდი დღესასწაული ელიობა იცოდნენ. დღესასწაულზე ამ სოფლიდან წასული ყველა ოჯახი აქ მოდიოდა და აქ მიხვამანდუ, ლოცულობდა“ (ჭაჭე აფშილავა, B6 წლისა).

6 „თაიაში 1882 წელს ოსინდალედან ჩამოუტანიათ წმინდა გიორგის ხატი და დაუარსებიათ. ეკლესია. მასთან ერთად აქ ორკლასიანი სკოლა გაუხსნიათ. ამ დროიდან დაარსდა აქ რელიგიური დღესასწაული „გიორგობას რომელსაც ძველები შემდეგაც დღესასწაულობდნენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ეწყობოდა „ჯარალუა“, იმართებოდა ჯირითი, ცეკვა, თამაში, ცხენბურთი და ლელო ბურთი“ (გ. შენგელია).

1905 წელს “ცნობის ფურცლის” ფოტოებიანი დამატება მუხურში და თაიაში მოგზაურობს. შემონახულ სურათებს შორისაა მონაზვნების ჯგუფური ფოტო და მონასტრის მაშინდელი მდგომარეობა

სპალეოლო გ იგორ ფიჩხაიას საყურადღებო მოსაზრება
ოცინდალეს წმინდა გიორგი ხატი. ინახება ზუგდიდში

გიორგობა თაიაში ტრადიციული დღესასწაულია. მისი ისტორია შორეული წარსულიდან მოდის

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები

ჩხოროწყუს ადგილობრივ მუზეუმში დაცულია ნივთები ოცინდალედან

სვეტი, ორნამენტები და წმინდანის ქანდაკება.  (მიაკუთვნებენ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეს)

წმინდანი

ორნამენტები

მზის ღვთაების კვალი ოსინდალეს ისტორიაში

ქვაში გაქვავებული ცხოველური ძვლები.

ხედები საუკეთესოა!!

მონასტერი მოქმედია . აქ მამაო ცხოვრობს და  ერთი კეთილი ცუგა

სამშენებლო მასალა რამდენიმე პერიოდზე მიგვანიშნებს , ბოლო რეაბილიტაცია კულტურის მემკვიდრეობის სააგენტომ და კომპანია “”ხარებამ” 2018 წელს ჩაუტარეს და საფუძვლიანად, აღადგინეს ტაძარი, მისცეს რა ავთენტური სახე

ორნამენტებიანი შესასვლელი

მონასტრის ზემოთ

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00