“ობელისკი”

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩხოროწყუს ცენტრში ომისა და შრომის გმირების ობელისკი დგას.

blankblank

1957 წლის 7 ნოემბერს მამანტი კვირტია ადგილობრივ გაზეთ “სტალინის დროშაში” ჩხოროწყუს ახალ ღირშესანიშნაობაზე შემდეგს წერდა

“ჩვენი რაიონის ცენტრში ამ დღეებში აღიმართა ძეგლი-ობელისკი, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის მადლიერმა მშრომელებმა მიუძღვნეს ოქტომბრის რევოლუციის ვეტერანებს, საბჭოთა ხელისუფლებისთვის აქტიურ მებრძოლებს , 1941-45 წლის ომის მონაწილეებს.

ძეგლის ავტორია არქიტექტორი შალვა თავაძე. მშენებლობა მაშინდელი ფულით 250 000 მანეთი დამჯდარა. პირველად ობელისკის სიმაღლე 21.5 მეტრი გახლდათ.ტრადიციული ოთხწახნაგოვანი ფორმის მაგივრად ხუთწახნაგოვანია.

blank

პოსტამენტსა და თვით ობელისკს შორის იყო ძეგლი, რომელშიც გამოქანდაკებული ყოფილა ბრძოლის სხვადასხვა ეპიზოდები, ციტატები.

banner
blank
მაკეტი

წვეროზე კი დადგმული ქონდათ სამამულო ომის ორდენი.ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან. პოსტამენტი მოპირკეთდა ბოლნისის ტუფით, ხოლო ობელისკი- ქართული სადახლოს მარმარილოთი.

blank
1962 წელი

სურათი აღებულია ჩხოროწყუს მუზეუმის ფოტოარქივიდან

  • blank

“ობელისკი და ჩხოროწყუს ქუჩები

  • blank
  • blank
  • blank
blank
ჩხოროწყუს განვითარებასთან და პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად მისი მნიშვნელობა და ვიზუალური ელემენტები იცვლება . ამიტომ არაა გასაკვირი ხან ომის და შრომის ვეტერანთა ობელისკს უწოდებენ , ხან დიდების ობელისკს. საბჭოთა კავშირის ნგევის შემდეგ კი მკვეთრი ცვლილებები გადაწყდა.
blank
ობელისკი დღეს სულ სხვანაირია.
blank
ახალ წელს კი სადღესასწაულოდაც კი გამოიყენება. ევლინა მანჯგალაძეს ფოტო

ობელისკი ჩხოროწყუს ღირშესანიშნაობაა. ბოლშევიკური წარსული უკვე წარსულშია. მე შევეცადე მისი ისტორია თქვენთის მომეთხრო

ლაშა მებონია

ასევე იხილეთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00