686
ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მშვიდობისა და განვითარების აკადემია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში 70 წელს გადაცილებულ 256 მარტოხელა ხანდაზმულს საკვებით და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა.
ბენეფიციარების მოძიებასა და პროცესის ორგანიზებაში ასოციაცია „ბილიკი“ მონაწილეობდა, რომელიც პროექტის რეგიონული პარტნიორია. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.