სიახლეები ლესიჭინეს თემის ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ ბაზაზე ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის შექმნა იგეგმება by chkhorotskuge 27/07/2023 written by chkhorotskuge 27/07/2023 1.4K ლესიჭინეს თემში საინიციატივო ჯგუფ “დეკას” მიერ ხორციელდება პროექტი – “შემოიჭყიტე ჩვენთან”, რომლის მიზანია ლესიჭინეს თემის ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ ბაზაზე ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის შექმნა. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”) კამპანია, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით მცირე ფულადი რესურსის (400 ლარი) მოპოვება ახალგაზრდული სივრცის კონკრეტული ინვენტარის – პორტატული დინამიკების შესაძენად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გახნილია მიზნობრივი საბანკო ანგარიში, სადაც ამ ეტაპზე მობილიზებული თანხაა – 160 ლარი. ძალიან გაგვახარებს და დიდ დახმარებას გაგვიწევს კამპანიაში ბევრი ადამიანის ჩართულობა, ნებისმიერი სახის მხარდაჭერით (არამხოლოდ ფინანსური, არამედ ინფორმაციის გავრცელების კუთხით). კამპანიისთვის შექმნილი ანგარიშის ნომერი, სადაც შეძლებთ თანხის ჩარიცხვას (მიზნობრიობაში მიუთითეთ __ ლესიჭინეს ახალგაზრდებისთვის): GE76BG0000000549367090მიმდინარე პროექტის, კამპანიისა და მოპოვებული რესურსის განკარგვის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჯგუფს: https://shorturl.at/cgiKO ლესიჭინე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post წყალდიდობა სამეგრელოში next post ჩხოროწყუობასთან დაკავშირებით კოტე ნაჭყებია საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026