ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელებიჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმიჩხოროწყუს ძველი ისტორიებიძველი ჩხოროწყუელები კარლო ქაჯაია- კაცი, რომელმაც ჩხოროწყუს ახალი სახე შექმნა by chkhorotskuge 05/02/2018 written by chkhorotskuge 05/02/2018 1.8K კარლო ქაჯაიას სახელი ყველა ჩხოროწყუელმა იცოდა. ის 11 წელი მართავდა რაიონს და მის სახელს მნიშვნელოვანი ცვლილებები უკავშირდება მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: კარლო ილიას ძე ქაჯაია დაიბადა 1939 წელს მარტვილის რაიონის სოფ. სალხინო-ში.სკოლის დამთავრებისთანავე 1957 წელს მოეწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მარტვილის რაიონის სოფ. სალხინო კოლმეურნეობის მთავარ აგრონომად.1967 წლის თებერვლის თვეში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატში უფროს სპეციალისტად, რის შემდეგ გადაიყვანეს აბაშის რაიონში გაერთიანებული სოფლის მეურნეობის მთავარ უფროსად.1976 წლის ბატონი კარლო ილიას ძე ქაჯაია ინიშნება ჩხოროწყუს რაიონის პირველ მდივნად. მისმა 11 წლიანმა მოღვაწეობამ ამ თანამდებობაზე ბევრი რამ შემატა ჩხოროწყუს რაიონს. მისი კვალი დღესაც კი ატყვია ჩხოროწყუს.1987 წლის სექტემბერში ბატ. კარლო ილიას ძე ქაჯაია განუკურნებელი სენის (სიმსივნეს) გამო გარდაიცვალა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურში. იგი ბოლო ამოსუნთქვამდე ემსახურებოდა ჩხოროწყუს რაიონს.ბატონი კარლო ილიას ძე ქაჯაია დაკრძალულია ქალაქ თბილისში საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. კარლო ქაჯაია სურათები და ვიდეო მისმა შვილმა გოგამ მოგვაწოდა, რისთვისაც დიდი მადლობა. უნიკალური კადრები ქაჯაიების საოჯახო ალბომიდან , სადაც თქვენ ნახავთ ძეგლის გახსნის , აგრეთვე კარლო ქაჯაიას მეუღლისა და შვილის გარემოცვაში. კარლო ქაჯაია, ფელიქს სანაკოევი, ვლადიმერ ალფენიძე, ხუტა ბერულავა, ჯუმბერ პატიაშვილი, გურამ მგელაძე და ვახტანგ ესვანჯია ენგურჰესზე(“ციფრული ფოტომატიანე”)წმინდა გიორგის ძეგლი ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში მდებარე წმინდა გიორგის ქანდაკების შესახებ აქამდე უცნობი საინტერესო ფაქტები next post იტალიელი ჯალაღონიების თავგადასავალი You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 რევაზ მებონია- რაც მახსენდება 23/03/2023 ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) 22/02/2023 ჯუმითის ძველი ამბები 30/05/2022