იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

22 წლის იოსებ  ახალაია ჩხოროწყუელია .მან ოქროს მედალზე დაამთავრა ქვედა ჩხოროწყუს სკოლა,  წარჩინებით ისწავლა ილიაუნში  და უკვე ორი წიგნის ავტორია, რომლებმაც მკითხველებში და სპეციალისტებში აღიარება მოიპოვა

ნოველა „ომის ათი დღე“ უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება.ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებს, მარინე მჭედლიშვილსა და ავთანდილ შენგელიას ერთადერთი ქალიშვილი, თამარ შენგელია ჰყავთ. იგი უკრაინელ მამაკაცზე, ვსევოლოდ სტრელბიცკზეა დაქორწინებული. წყვილი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობს შვილებთან: ალინასა და ვალენტინთან ერთად. ქართულ-უკრაინული ოჯახის მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ დგება, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

 სირთულეები ადამიანებს ცვლიან.  ვლინდება დადებითი და უარყოფითი შტრიხები

„ოცნებების კვალდაკვალ“-იოსების მეორე ნაწარმოებია რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა

 იოსები მრავალმხრივი ადამიანია. ბავშვობაში სერიოზულად იყო დაკავებული ქართული ცეკვით, ქმნიდა ვლოგებს ისტორიაზე,  შემეცნებით თემებზე.

მასზე გავლენა ოჯახმაც მოახდინა. მამამისი ბესიკ ახალაია ჩხოროწყუს კულტურის სახლს ხელმძღვანელობს

 იოსების წიგნების ყიდვა შეგიძლიათ „ ბიბლუსის“ მაღაზიების ქსელში , აგრეთვე ონლაინ პლატფორმებზე ციფრული სახით

შეიძლება დაგაინტერესოთ:

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia