CHKHOROTSKU.GE

ინტერვიუ ერემია ციმაკურიძესთან. ნუგზარ ჟვანიას წიგნიდან

ავტორი chkhorotskuge

ჩხოროწყუელ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ერემია (კოჭო) ციმაკურიძის გოლები.

ეს შესანიშნავი ფეხბურთელი 1980 წელს ჩაირიცხა ,,სამეგრელოში” და პირველი დღიდან

თავი დაგვამახსოვრა როგორც უბადლო ბომბარდირმა. მახსენდება მისი გოლები, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან გაჰქონდა.

ერემია ციმაკურიძე

მცველებს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ იგი, მწვრთნელებს თავსატეხს უჩენდა. დღეს ერემია ციმაკურიძე ვეტერანია, შინაური საქმეებითაა დაკავებული, თუმცა ცალი თვალი მაინც თავისი პროფესიისაკენ გაურბის და მეტ-ნაკლებად ეხმაურება საფეხბურთო ცხოვრებას. მასთან დიალოგი, დამერწმუნეთ, საინტერესო იქნება. გთავაზობთ ინტერვიუს ამ საყვარელ ფეხბურთელთან.

ბატონო ერემია! წარმატებული ფეხბურთელი იყავით 80-იან წლებში, ბევრი გუნდი ცდილობდა თქვენს გადაბირებას, მაგრამ ჩხოროწყუს შემდეგ არჩევანი არ შეგიცვლიათ. რით შეგიყვარდა ეს რაიონი?

1980 წელს გალის ,,მზიურიდან” გადმოვედი, სადაც ჩემი მწვრთნელი იყო სახელოვანი გულიკო ოდიშარია. სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხვდი ,,სამეგრელოში”. იგი კარგად მიცნობდა, იცოდა ჩემი თამაშის სტილი. ის როგორც მწვრთნელი შეუდარებელი იყო, თავისი საქმის ჩინებული სპეციალისტი.

რომ არა ის მე სოხუმის ,,დინამოში” მქონდა მიწვევა და იქ უნდა გადავსულიყავი, მაგრამ გულიკოს სიყვარულმა თუ პატივისცემამ აქეთ გადამძალა. არც ის არის დასამალი, რომ აქ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, რაც ფეხბურთელისათვის მნიშვნელოვანია. დამხვდა ახალშექმნილი გუნდი, მაგრამ მებრძოლი, საოცრად მეგობრული (იცოდა გულიკომ ასეთი კოლექტივის შექმნა). აღმაფრთოვანა გულშემატკივართა რაოდენობამ, მათგან ყურადღებამ და სიყვარულმა, და რაც მთავარია, რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომამ. ფეხბურთელს მეტი რა უნდა და ჩვენც მაქსიმუმს ვაკეთებდით მათ საპასუხოდ. მალე აქვე დავქორწინდი და საბოლოოდ გადავწყვიტე მეცხოვრა ჩხოროწყუში. მიყვარს ჩხოროწყუ და ყველა ჩხოროწყუელი.

საინტერესოა თქვენი საფეხბურთო ისტორია, საჩხერელ ბიჭს ბევრგან გითამაშია, მაინც სად?

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე საჩხერის სპორტ სკოლაში მწვრთნელის თამაზ ლაშხის და ჟორა ციმაკურიძის ხელმძღვანელობით. მაშინ ბევრი პრიზი მაქვს მოპოვებული, მრავალ საბავშვო ტურნირებში ვარ გამარჯვებული. საჩხერის ,,ჩიხურაში” მოხვედრა არ გამჭირვებია. თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მალე იქაც გამოვიჩინე თავი,

ნებისმიერი მატჩიდან უგოლოდ არ გამოვდიოდი. შემდეგ სამხედრო სამსახურმა მიწია. იქაც ვთამაშობდი დივიზიონის გუნდში, სახლში არ მიშვებდნენ, იქ მტოვებდნენ, ოღონდ მეთამაშა მათ გუნდში, მაგრამ არ ვქენი. შინ მიმიწევდა გული, მაგრამ ,,ჩიხურაში” დაბრუნება არ მინდოდა, რადგან საქართველოს პირველობის მეორე ლიგაში თამაშობდა და იქაც უფერულად. მე უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში მწყუროდა. ერთი პერიოდი თბილისის ,,სპარტაკში” ვითამაშე, იქიდან კი გალის ,,მზიურში” მიმიწვიეს, სადაც თავს მართლაც კარგად ვგრძნობდი. ძალიან ძლიერი კოლექტივი იყო. იმ წელს საქართველოს პირველობაზე მე-2 ადგილი ავიღეთ.

ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო. მეც კარგი შედეგები მქონდა. შემოთავაზება მივიღე სოხუმის ,,დინამოდან”, რომელიც საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაშობდა ბუფერულ ზონაში. ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი, ვორჭოფობდი, როცა გულიკომ ჩხოროწყუს ვარიანტი შემომთავაზა.

მისმა სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. არ ვნანობ, რადგან ვიყავი საქართველოს ჩემპიონი დასავლეთ ზონაში, ორჯერ ვითამაშე საქართველოს თასის ფინალში, 35 გატანილი ბურთით ვიყავი საუკეთესო ბომბარდირი, ორჯერ დამასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. და რაც ყველაზე უმთავრესად მიმაჩნია, მოვიპოვე გულშემატკივრების დიდი სიყვარული. დამერწმუნეთ, ჩხოროწყუში იციან ფეხბურთის ფასი, ამიტომაა ამდენი გულშემატკივარი რომ ჰყავს ,,სამეგრელოს”. ამდენი ჭეშმარიტი

ქომაგი დღეს არ ვიცი რომელიმე სხვა გუნდს რომ ჰყავდეს. 2000 მაყურებელზე მეტი დაგვყვებოდა ზოგიერთ პრინციპულ თამაშებზე.

ხომ არ აგვიხსნით, თუ რა მოხდა თასის ფინალში, როცა ზედიზედ ორ წელს შეგეძლოთ მისი აღება.

ამ გადასახედიდან ადვილად ჩანს ყოველივე, თორემ მაშინ რთული იყო ფინალში გასვლაც კი. ჩვენ მაშინ შეცდომა დავუშვით. ორ ფრონტზე ვიბრძოდით, პირველობაც გვინდოდა და თასიც, რაც ძნელი გამოდგა. იმ80 დენად ძლიერი კოლექტივი ვიყავით, თითქოს არ უნდა გაგვჭირვებოდა,

მაგრამ გადავიღალეთ. ბოლნისის ,,სიონთან” მატჩის წინ, ორი დღით ადრე, საქართველოს პირველობის პრინციპული მატჩი ჩავატარეთ. მართალია, ის თამაში მოვიგეთ, მაგრამ ორი დღეში თასის ფინალი დაგვინიშნეს. ცხადია, ისე ვერ გამოვედით, როგორც საჭირო იყო. იყო სხვა ნიუანსებიც, მსაჯებმაც ცოტა გვიმუხთლეს, იღბალმაც გვიმტყუნა, რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე, ძელს მოვარტყი ბურთი, თორემ ყველაფერი

დამთავრებული იქნებოდა. არც თბილისის ,,სპარტაკთან” უნდა წაგვეგო, არ არის დასამალი, მთელი ფედერაცია მას უჭერდა მხარს და ჩვენ რას გავხდებოდით. თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით, მაგრამ ფინალი ყოველთვის თბილისში ტარდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ,,სპარტაკს” შინ ვეთამაშებოდით.

გაიხსენეთ ,,სამეგრელოს” საუკეთესო შემადგენლობა.

ერთობ ძნელია სრულყოფილად წარმოაჩინო გუნდი, რომელსაცყოველთვის ჰყავდა ძლიერი შემსრულებლები. მე მაინც გამოვყოფდი 1981 წლის შემადგენლობას, რომელიც თამაშის წინ გვაქვს გადაღებული. აი, ისინიც: მერაბ და ჯუნგლი ახალაიები, ვალერი სიჭინავა, მერაბ ალთუნაშვილი, იური სიჭინავა, ერემია ციმაკურიძე, ბორის უბირია, ზაურ ქავთარაძე, გივი თათარიშვილი, სერგო გულინი, მერაბ კვირკველია. უფრო გვიან შემოგვიერთდა ონიანი, კახი კაჭარავა, მამუკა ქვილითაია, რუსიშვილი და სხვები, რომლებმაც ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი.

მწვრთნელის პოზიციაზეც დიდ ხანს გიხილათ მაყურებელმა.

ეს სხვა სფეროა, რომელსაც დიდი ფეხბურთელობა არ სჭირდება.ყველა დიდი მწვრთნელი არ ყოფილა დიდი ფეხბურთელი. სხვა ბევრ თვისებასთან ერთად უნდა იყო პედაგოგიც,, რათა ახალგაზრდა, დამწყებ ფეხბურთელს შეაყვარო არჩეული პროფესია. თითოეულ ახალგაზრდას ინდივიდუალურად უნდა მიდგომა, რათა მან სწორი ფეხბურთი ითამაშოს. ეს კი პატარაობიდან უნდა ისწავლოს. სოფლიდან მოდიან ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ თამაში, მაგრამ კარგი დამრიგებლის უყოლობის გამო ვერ ისწავლეს სწორად ბურთის დარტყმაც კი. თავიდან უნდა ბავშვს კვალიფიციური მწვრთნელი, რაც ჩვენში უგულვებელყოფილია. ამიტომ ჭირს ფეხბურთელების აღზრდა, თაობების ცვლა. „ურა” ფეხბურთით შორს ვერ წახვალ. ეს საკითხი კარგად არის დაყენებული საზღვარგარეთის ქვეყნებში, თუნდაც უკრაინაში, სადაც 5 წელი ვიმუშავე ბავშვთა ფეხბურთში. იქ პროფესიულად უდგებიან ახალგაზრდების აღზრდას, არ არსებობს დიდი თუ პატარა კაცის შვილი, ნიჭიერ ფეხბურთელს გზა ხსნილი აქვს და აღწევს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. კარგი შედეგები მქონდა, ბავშვების ზღვა ნაკადი მოდიოდა ჩემთან, ყველას ვერ ვაკმაყოფილებდი, უარს ვეუბნებოდი მიღებაზე. რაც შეეხება ჩხოროწყუსა და ლესიჭინეში ჩემს მწვრთნელობას, არ ვარ კმაყოფილი როგორც ჩემი მუშაობით ისე ხელმძღვანელობით. გუნდის გაკეთება ერთბაშად, ერთ დღეში არ შეიძლება, არც ერთ წელიწადში დაიდება სასურველი შედეგი. გუნდის შენებას დრო უნდა და მწვრთნელს უნდა მიეცეს თავისი გეგმის ასრულების

შესაძლებლობა. ფეხბურთი კვდება იქ, სადაც გუნდს სტაბილური დაფინანსება არა აქვს. ერთი კაცის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გუნდის ბედი, რომელიც არ ეგუება წაგებას, ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული და დახარჯული თანხის ამოღებაზე ფიქრობს. ფეხბურთი ძვირადღირებული სპორტია და კომუნისტების დროსაც დიდი თანხა იხარჯებოდა. დღეს კი ჩვენს რაიონში ამის შესაძლებლობა ცოტაა, სახელმწიფო ხარჯზე ძლიერ კოლექტივს ვერ შექმნი. კერძო ბიზნესი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. დარწმუნებული ვარ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით გამოიჩენენ ინტერესს და ფეხბურთი კვლავ აყვავდება ჩვენს რაიონში. როგორია თქვენი შვილის გიორგის კარიერა, მამას თუ ჰგავს?

გიას სხვა ეპოქაში უწია თამაშმა და მამას დიდი ხნით ადრე გადაასწრო. მან ყველა დონეზე ითამაშა. ,,სამეგრელოდან” დაიწყო და საზღვარგარეთის გუნდებში გააგრძელა თამაში. 16 წლის ასაკში მიიწვიეს ,,21-ე საუკუნეში” (მწვრთნელი გია ლეჟავა), იყო 17 წლამდე ნაკრების წევრი, იმავე წელს უკრაინის ილჩევსკის ,,სტალში” მოხვდა. 19 წლის ასაკში დონეცკის ,,შახტიორში” თამაშობდა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო. ითამაშა უკრაინის ლუგანსკის ,,ზარიაში”, სლოვაკეთის ,,ჟილნაში”, მარიოპოლის ,,ილეჩევეცში”, თბილისის ,,დინამოში”, მარტვილის ,,მერანში”, ახლა ტაილანდში აგრძელებს კარიერას. მას რა უჭირს. მაღალი ანაზღაურება აქვს, ფეხბურთით არჩენს ცოლ-შვილს და ჩვენც გვეხმარება. ასეთი პირობები ჩვენს დროს სად იყო. საზღვარგარეთის გუნდებში თამაშს სიზმრადაც ვერ წარმოვიდგენდით.

მინდა ყველა ახალგაზრდამ შეიგნოს, რომ საუკეთესო წლებს ნუ გაფანტავენ უქმად, ვისაც სპორტისადმი მიდრეკილება აქვს, ივარჯიშოს კვალიფიციურ მწვრთნელებთან და გზა ხსნილი აქვს მსოფლიო არენაზე. ეს კი დიდი ბედნიერებაა.

ნუგზარ ჟვანია

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00