მოგვწერეთ

ენის დღე თაიაში

ავტორი: chkhorotskuge

2026 წლის 14 აპრილს თაიას საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ინიციატივით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ლექსები და გამონათქვამები. VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

  1. ქართული დამწერლობის წარმოშობის ისტორია — მომხსენებლები: ალექსა ფიჩხაია, ინა საჯაია, მართა საჯაია (X კლასი).
  2. 14 აპრილი — დედაენის დღე — მომხსენებლები: ანასტასია აბშილავა, თამარ მორგოშია (VIII კლასი).
  3. ქართული სალიტერატურო ენა და ილია ჭავჭავაძე — მომხსენებლები: ანი საჯაია, ბარბარე საჯაია (XI კლასი).
  4. ბარბარიზმები და ენის სიწმინდის დაცვა — მომხსენებლები: ელენე ოთხოზორია, მარიამ მორგოშია (IX კლასი).

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.